კუმანი და ლაპორტა ერთმანეთს შეხვდნენ

კუმანი და ლაპორტა ერთმანეთს შეხვდნენ

“ბარსელონას” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი, ჟოან ლაპორტა და რონალდ კუმანი, ერთმანეთს შეხვდნენ.

შეხვედრა ნიდერლანდელი სპეციალისტის მიერ ორგანიზებულ გოლფის ტურნირზე შედგა. წყაროს ცნობით, კუმანის წასვლასთან დაკავშირებული უთანხმოება უკანაა მოტოვებული.

შეხვედრის შემდეგ, მათ ჟურნალისტებმა ლეო მესის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჰკითხეს. ლა ლიგის სახელფასო რეგულაციები კლუბს არგენტინელთან ახალი ხელშეკერუოების დადების საშუალებას არ აძლევს. ლაპორტა, კვლავ, ზოგადი პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ “ყველაფერი კარგად მიდის”.

აღნიშნული გოლფის ტურნირი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მასში მონაწილეობას, ასევე, რიკი პუჩი, პეპ გვარდიოლა, ბერნდ შუსტერი და ჰენრიკ ლარსონი მიიღებენ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია