“ბარსელონას” ქალთა გუნდმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა – ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ირენე პარედესი კატალონიურ გუნდში ითამაშებს.
“ბლაუგრანამ” 30 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი “პარი სენ-ჟერმენიდან” უფასოდ დაიმატა. აქამდე ის პარიზული გუნდის კაპიტანი იყო.
პარედესმა “ბარსაში” სამედიცინო შემოწმება აპრილში გაიარა, დღეს კი ტრანსფერი გაოფიციალურდა. მან კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.




ეს შორტები არსად დაგეკარგოთ.