ორშაბათს “ბარსას” ექმებმა შეამოწმეს კარლეს პუიოლი, რომელმაც ივნისში ოპერაცია გაიკეთა მარცხენა მუხლზე. გამოკვლევას რაიმე გართულება არ დაუფიქსირებია. ამ კვირას ფეხბურთელი გუნდისგან ცალკე ივარჯიშებს.
გასული სეზონი კარლეს პუიოლმა დაასრულა მარცხენა ფეხის მუხლში ტკივილებით. გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა დაადგინეს მარცხენა მუხლის ხრტილის პრობლემები. მოსალოდნელი იყო, რომ აღდგენით სამუშაოებს დასჭირდებოდა 2–3 თვე.
ჯერ–ჯერობით პუიოლი გრაფიკის მიხედვით ატარებს აღდგენით სამუშაოებს. ის მთელი ზაფხული მუშაობდა თავის ფიზიკურ ფორმაზე. ამ კვირას იგი გაატარებს სპორტდარბაზში სადაც შეეცდება აღიდგინოს კუნთები.
ბარსამანიის სახელით ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება.


