“ბარსელონას” მოთამაშეები საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნდნენ და პირველი ვარჯიშიც გამართეს.
ლა ლიგისა და ჩემპიონთა თასის მოქმედმა ჩემპიონმა, კატალონიის “ბარსელონამ” 2011/12 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. 16 ფეხბურთელი “სიუდად ესპორტივაზე” შეიკრიბა. მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო ბოლოს კამპ ნოუზე მთელი რიგი ფიზიკური პროცედურები შეასრულეს.
შემოწმებაზე არ იმყოფებოდა კარლეს პუიოლი, რომელიც ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადის. ასევე არ გამოცხადდა ბოიან კრკიჩი, რომელიც “რომასთან” უკვე კონტრაქტის დეტალებს აგვარებს. ხოლო რაც შეეხება კოპა ამერიკას, იქ მონაწილე ყველა ბლაუგრანელი (მესი, მილიტო, მასკერანო, ადრიანო და ალვეში) უკვე გამოეთიშა ტურნირს და ისინი გუნდს დღესვე შეუერთდებიან. ვიდეო:
[media=http://www.youtube.com/watch?v=JtjAh4F8_eQ]



