workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტი სეზონისთვის მზადებას ნაადრევად იწყებს

სერჟინიო დესტი სეზონისთვის მზადებას ნაადრევად იწყებს

უკვე რამდენიმე დღეა, სერჟინიო დესტი ბარსელონაშია. საკმაოდ კარგი სადებიუტო სეზონის შემდეგ, რომელშიც პოტენციალი გამოამჟღავნა, თუმცა სტაბილურობა აკლდა, ამერიკელი მარჯვენა მცველი “ბარსასთან” ერთად ახალი ეტაპისთვის მზადებას თანაგუნდელებზე ადრე იწყებს. 

20 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს ივნისში დაეხმარა, CONCACAF-ის ოქროს თასის შეხვედრებისთვის კი, რომლებიც 11 ივლისიდან დაიწყება, ის გამოძახებული არ არის. 

დესტმა დასვენების ბოლო რამდენიმე დღე მაიამიში, ოჯახთან ერთად გაატარა, საიდანაც ჰოლანდიაში გაემგზავრა, ბოლოს კი იბიცაზე იმყოფებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სერჟინიოს სავარაუდო ტრანსფერზე პრესაში რამდენიმეჯერ დაიწერა, რონალდ კუმანი ახალგაზრდა მცველს საიმედო ფეხბურთელად თვლის და მომდევნო სეზონიდან შემადგენლობაში მისი როლის გაზრდას გეგმავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2021, 22:12

    იგრძნო კონკურენცია და აეწვა კაია კაია

  • GiorgiGabe99
    schedule 03 ივლ 2021, 19:15

    ვატყობ ამას მოსვამს ემერსონი

  • gecheche
    schedule 03 ივლ 2021, 19:11

    Griezzy7,
    ეს უნდა იყოს სკამზე და ემერსონი ძირითადში ხო? ემერსონის ფეხბურთელობა არ გაიშვას არსად მაგრად ჩაისვრის ემერსონი და ეს მოუმატებს ამას ადაპტაციის პრობლემა ქონდა და თან ორი თვე ტრავმა აწუხებდა