“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კლუბის ყოფილ ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე კომენტარი გააკეთა.
ჩვენ გვინდა, რომ ლეო დარჩეს და მასაც ეს უნდა. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. ფინანსური ფეარ ფლეის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ამჟამად ვართ პროცესში, რომელიც ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავლის მოძებნას ისახავს მიზნად.
– განუცხადა ლაპორტამ El Transistor-ს.
ლეო მესისა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ცოტა ხნის წინ გაუვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი “ბლაუგრანას” ფეხბურთელი აღარაა. ახლა “ბარსა” მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს.
გაუფორმებენ უეჭველად ახალ კონტრაქტს, მაგრამ 2 წელი და მერე მლს რაღაც არ მომწონს. ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუ ყავს ჩასახევი გოლებში