workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დემბელეს ხელფასის განახევრებას სთავაზობს

ბარსელონა დემბელეს ხელფასის განახევრებას სთავაზობს

იმ შემთხვევაში, თუ უსმან დემბელე “ბარსელონას” შეთავაზებას დასთანხმდება, ფრანგ თავდამსხმელს ხელფასის განახევრება მოუწევს.

TV3-ის ჟურნალისტი ჩავი ლემუსი იმ წინადადების დეტალებს ავრცელებს, რომელიც “ბარსამ” 24 წლის ფეხბურთელს გაუკეთა. ლემუსის ცნობით “ბლაუგრანა” უსმანს 4 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზოს. ამჟამად დემბელეს წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევროა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ის კატალონიელებს დათანხმდება, ხელფასს გაინახევრებს.

თუ დემბელემ “ბარსას” შეთავაზება უარყო, კატალონიელები მის გაყიდვას შეეცდებიან, მაგრამ ეს რთული იქნება. უსმანს კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, მომდევნო 4 თვის განმავლობაში კი მას უქმად ყოფნა მოუწევს. ამის გათვალისწინებით ფეხბურთელში ფულის გადამხდელი კლუბის მოძებნა რთული იქნება.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, თუ დემბელე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და “ბარსელონა” მას ვერ გაყიდის, კატალონიელები ფრანგს მომდევნო სეზონში საერთოდ არ გამოიყენებენ.

უსმან დემბელე “ბარსელონაში” 2017 წელს “დორტმუნდიდან” 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა, რაც კლუბის ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 118 შეხვედრაში ფრანგმა თავი 30 გოლითა და 21 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (35)

  • El pistolero 9
    schedule 29 ივნ 2021, 16:01

    ეს გასაგდებია გუნდიდან.

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2021, 13:47

    დასვან სათადარიგოზე და დაუწესონ მკაცრი სანქციები, მე შენ გეტყვი არ არღვევს გუნდის განაწესს.

  • Don_Andresito
    schedule 29 ივნ 2021, 11:14

    ციტატა: me da barca
    სუპერ კომპიუტერმაც გამოიცნო საფრანგეთის ჩემპიონობა, როგორც ბარსასი გამოიცნო. smiley


    ეგ სუპერკომპიუტერიც იმედის ფსონიდანაა

    ციტატა: JasoN
    ვსიო ჩამოვწერეთ ეხლა მბაპეც ხო აცილებული პენალტის გამო ))) ბატონი ბენჟამინ პავარი ათრია მთელმა შვეიცარიამ და კიდე რა ვერ გავიგე გრიზმანის გაყვანა რა ფოკუსი ჩაატარა დეშამმა? ტრამვა თუ არ მიიღო მაგის გაყვანა რამ მოაფიქრებინა? ერთადერთი იყო ვინს მბაპესთან კომბინირებდა


    ჩამოსაწერი არაა მარა ამაზრზენია ტიპი, ტიპოური მადრიდისტა, 22წლის ასაკში თავი ყველაფერზე მაღლა გონია, ყოველ განცხადებაში ჩანს ქედმაღლობა. და ძალიან გამიხარდა ეგეც და მოდრიჩიც მიწაზე რო დაენარცხნენ. ამ უნაკლო საფრანგეთის ნაკრებში არეულობა შემოიტანა ჯერ ჟირუსთან კონფლიქტით და მერე ათასი ახირებით. მოკლედ ღირსია რაც მოუვიდა

  • me da barca
    schedule 29 ივნ 2021, 02:38

    სუპერ კომპიუტერმაც გამოიცნო საფრანგეთის ჩემპიონობა, როგორც ბარსასი გამოიცნო. smiley

  • rivaldo80
    schedule 29 ივნ 2021, 01:55

    იიიი ფრანცია ესპანეთს გადახევს ბურთს იიიი კანტეე ბუსკეთს რას უზამს იიი მბაპეე ახალი მესიაა ჰაჰაჰაჰაჰაჰააა რაღაცა ვეღარ ვხედავ კამანდას ეხლა შვეიცარიას უქომაგეთ 😂😂😂😂😭

  • JasoN
    schedule 29 ივნ 2021, 01:54

    ციტატა: Griezzy7
    ბელგია – გერმანია ან იტალია – გერმანიაა ფინალი


    ეგენი ჯერ ბელგიას და ინგლისს გაცდნენ და მერე )

  • DE PE FA
    schedule 29 ივნ 2021, 01:54

    ციტატა: Griezzy7
    ბელგია – გერმანია ან იტალია – გერმანიაა ფინალი


    აპაპააპა მანდ გაჩერდი🙃ესპანეთი ჩამოვწერეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?😄

    ციტატა: Clever liar
    მბაპემ დღეს შვეიცარიის ფრომით ითამაშა, ყოჩაღ. და რა ნაგლი სახით დატოვა მოედანი, ვითომ ჩემი ბრალი იყო წაგება ან ბენზემასი 😀


    მბაპე დარჩა 2018 წ მსოფლუოზე😄ისეა ეგ მესი რონალდოს ნაჯვარი როგორც გოჭი ტურნიკზე😄😄😄

  • JasoN
    schedule 29 ივნ 2021, 01:53

    ვსიო ჩამოვწერეთ ეხლა მბაპეც ხო აცილებული პენალტის გამო ))) ბატონი ბენჟამინ პავარი ათრია მთელმა შვეიცარიამ და კიდე რა ვერ გავიგე გრიზმანის გაყვანა რა ფოკუსი ჩაატარა დეშამმა? ტრამვა თუ არ მიიღო მაგის გაყვანა რამ მოაფიქრებინა? ერთადერთი იყო ვინს მბაპესთან კომბინირებდა

  • Clever liar
    schedule 29 ივნ 2021, 01:50

    მბაპემ დღეს შვეიცარიის ფრომით ითამაშა, ყოჩაღ. და რა ნაგლი სახით დატოვა მოედანი, ვითომ ჩემი ბრალი იყო წაგება ან ბენზემასი 😀

  • davidus2020
    schedule 29 ივნ 2021, 01:50

    ეს ღირს 200 მილიონი, საფრანგეთის ჩემპიონატში ფაფხურობს, მალადეც ძმაო შვეიცარიას! დღეს კარგი საფეხბურთო საღამო იყო,ორივე მაგარი მატჩი იყო.

  • Alien messi
    schedule 29 ივნ 2021, 01:49

    შვრიცარია ჩეხეთია ფინალი შვეიცარია იგებს დაიმახსოვრეთ!😆

  • ჯორჯ
    schedule 29 ივნ 2021, 01:48

    საინტერესოა მბაპე სხვა ჩემპიონატში რას იზამს მანდ გამოჩნდება მართლა არის ტალანტი თუ არა

    ისე ორი კაი დღეა გუშინ რონალდუ დღეს მბაპე

  • Moriba
    schedule 29 ივნ 2021, 01:48

    ერთადერთი ფრანგებში ვინციყო წესიერი ამ ევროზე პოგბა და ვარანი იყო ბრავო შვეიცარიას და კიდე ბენზო

  • frenkie dejong21
    schedule 29 ივნ 2021, 01:47

    ააააააა ჩემი არ გამოვ@ევდე ახლა 😃

  • Anano_Ch
    schedule 29 ივნ 2021, 01:47

    ჰაჰააა ეჰეც თქვენი მბაპეეე 🤣🤣🤣 მომინდომეს მესისთან და კრისტიანუსთან შედარებები ტიპის))