ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. დიდიე დეშამის რჩეულ თერთმეტეულში “ბარსელონას” 2 ფეხბურთელი მოხვდა.
უსმან დემბელეს მორიგი ტრავმის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში 2 “ბარსელონელი” დარჩა – ანტუან გრიზმანი და კლემან ლანგლე. დღეს ორივეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ. გრიზმანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი ძირითადში მოხვედრა გასაკვირი არაა, ლანგლეს კი მოედანზე პირველად ვიხილავთ – მას ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია.
საფრანგეთისა და შვეიცარიის შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გვთავაზობს.
[media=https://www.facebook.com/www.barcamania.ge/posts/885016002054210]



ლანგლე კი იყო სასტარტოში, მაგრამ რათ გინდა. იმიტომაც გააგდო დეშამმა მეორე ტაიმში და ალბათ ნაკრებიდანაც.
რეალის არ ვიცი მარა პირველი 2 თამაშით მართლა შეიძლებოდა ეგეთი დასკვნა. პირველ 2 თამაშში ვინც ესპანეთს ფავორიტად ჩათვლიდა ზედმეტად ოპტიმისტი იქნებოდა. მე პირადად მჯეროდა რო მოიხოდებოდნენ იმიტო რო 11 ვე მოთამაშის შეცვლა შეიძლება არანაკლებ კარგი მოთამაშით ისეთი რესურსი აქვთ. ვნახოთ სადამდე მივლენ.