ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კოპა ამერიკა” ბლაუგრანელების გარეშე გრძელდება

“კოპა ამერიკა” ბლაუგრანელების გარეშე გრძელდება

 

სამხრეთ ამერიკის 2011 წლის ჩემპიონატის ოთხივე ნახევარ–ფინალისტი უკვე ცნობილია. სამწუხაროდ, გათამაშებაში მონაწილე ხუთივე ბლაუგრანელი ფეხბურთელი “კოპა ამერიკას” 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა…

 

დღეს კიდევ ორი ნახევარ–ფინალისტის ვინაობა გაირკვა. “კოპას ამერიკას” წლევანდელი ტრადიცია არ ირღვევა და 1/4 ფინალიდან გათამაშებას კვლავ მატჩის ფავორიტი გუნდები ეთიშებიან. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები პარაგვაის უპირისპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი 120 წუთის მანძილზე ბურთსაც და უპირატესობასაც ბრაზილიელები ფლობდნენ, თერთმეტმეტრიანების დამსახურებით შემდეგ ეტაპზე პარაგვაელი ფეხბურთელები იასპარეზებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მანო მენეზეშის შეგირდები თერთმეტმეტრიანების შესრულებით მაინც და მაინც არ გამოირჩევიან…

 

მეორე მეოთხედ–ფინალი ჩილესა და ვენესუელას ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა. ფავორიტი აქ რაღა თქმა უნდა ჩილე გახლდათ, თუმცა როგორც დანარჩენ სამ შემთხვევაში, ფავორიტი გათამაშებას დროზე ადრე გამოეთიშა. ამჯერად საქმე დამატებით დრომდე არ მისულა. ვენესუელამ თანაკონტინენტელები ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. მატჩში პირველი გოლი ვენესუელელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მართალია, წონასწორობის აღდგენა ჩილელმა ფეხბურთლებმა მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ ვენესუელამ კვლავ გაიტანა, რის შედეგადაც 1/2 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის წინაშე ჩილე & პერუ, და პარაგვაი & ვენესუელა წარსდგებიან.

 

როგორც ხედავთ, მესიც, მაშერანოც, მილიტოც, ალვეშიც და ადრიანოც “კოპა ამერიკას” გამოეთიშნენ. ამათ გარდა კი გათამაშებას ხელი “ბარსას” მიერ მიზანში ამოღებულმა ჩილელმა თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა დაუქნია ხელი. “კოპა ამერიკა” ბლაუგრანელების გარეშე გრძელდება.

 

აქვე გეტყვით, რომ მესიმ კლუბს შეატყობინა, რომ მას შვებულებიდან დაბრუნება 3 აგვისტოს სურს. ლეოს უნდა, რომ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყვეს.


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში