workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გრიზმანის გასაყიდად მზადაა

ბარსელონა გრიზმანის გასაყიდად მზადაა

“ბარსელონაში” ანტუან გრიზმანის თამაშით კმაყოფილები არიან, მაგრამ კატალონიური კლუბი ფრანგი ვარსკვლავის გაყიდვას მაინც არ გამორიცხავს, იტყობინება მადრიდული Marca.

გრიზმანს “ბარსელონაში” ცუდი სეზონი ნამდვილად არ ჰქონია, 51 შეხვედრაში მან 20 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ეს “ბარსას” ახალი ხელმძღვანელობისთვის თავის მოსაწონებლად საკმარისი გამოდგა, მაგრამ “ბარსელონას” ფული ჭირდება, თან ბევრი ფული, თან რაც შეიძლება მალე. ამას ისიც ემატება, რომ ლა ლიგა “ბლაუგრანას” სახელფასო ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებას ავალდებულებს, გრიზმანი კი კლუბის მე-2 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ბარსელონაში” თავი უკვე ბევრმა თავდამსხმელმა მოიყარა – გასული სეზონის შემადგენლობას სერხიო აგუერო და მემფის დეპაი დაემატნენ.

Marca-ს ცნობით “ბარსელონა” მზადაა გრიზმანზე შეთავაზებები მოისმინოს, თუმცა კატალონიელები ანტუანის იაფად გაშვებას არ აპირებენ, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე მისი კარგი თამაშის გათვალისწინებით.

Manchester Eevening News-ის ინფორმაციით გრიზმანი “მანჩესტერ სიტის” ინტერესის სფეროში მოექცა. “ქალაქელები” 30 წლის ფეხბურთელს ჰარი კეინის ალტერნატივად განიხილავენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 28 ივნ 2021, 11:57

    ისევ არაფრის მთქმელი ნიუსი.

  • La Pulga10
    schedule 28 ივნ 2021, 08:37

    გრიზმანს თავი გაანებე….ეს რო გაუშვან მაგრად გამიტყდება მერე დემბელეს და კოუტინიოს ყურება.

  • Don_Andresito
    schedule 28 ივნ 2021, 01:34

    ეს ხანდახან მაინც აკეთებს რაღაცას და თუ ვერ აკეთებს თავს მაინც არ ღუნავს და შრომობს, ჩმორუტინიო და სლემბელე დარჩნენ და ეს წავიდეს? იმ ორს გავასხმევინოთ ჯობს, აგუეროთი გრიზმანის ჩანაცვლება არ გამოვა, არც დეპაით. დეპაი არაა ტოპ დონე, საშუალო დონის ფეხბურთელია, აგუერო კიდე ასაკიანი და ტრავმიანი. ფატი რა დონეზე იქნება წარმოდგენა არ მაქვს, დემბელე მკვდარია. გრიზმანი გვჭირდება, ტრავმას ეეგ არ იღებს და დონეა მაინც. თან უმატებს და წესით კარგი წელლი უნდა ქონდეს

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 28 ივნ 2021, 00:44

    ♛BaRcElOnA♛,
    ეს ისეთი მუშა ფეხბურთელია, 2-3 წელი კიდევ ძაან მაღალ დონეს დადებს, ტიპს არ ეზარება სირბილი, ევროპაზეც ყველაზე ბევრი აქვს გარბენილი, პატკატებს და კონტებზე გადასვლას აღარ ვამბობ. 60 მილიონად გაყიდვა ძაან ტეხავს, მითუმეტეს სადაც პიანიჩი ღირდა 60 და ესეც? :დ

  • me da barca
    schedule 28 ივნ 2021, 00:34

    ბოღმა მახრჩობს, რომ ბართო მშვიდად აგდია სახლში და დააბოტებს სადაც უნდა. ამ ასტრონომიული ხელფასებით, უაზრო, გაბერილი ტრანსფერებით გუნდის ბიუჯეტს დედა უტირა. ყველანაირად დაანგრია გუნდი და ამას ახლაც ვიმკით და მოვიმკით კიდევ დიდხანს. ამისთვის მაქსიმუმი, რაც მიიღო ეს ერთი ღამით ციხეში ყოფნაა. მეორე დღეს პერესმა ჩართო ეტყობა გავლენები და გამოაგდეს, შეიძლება ბოდიშებიც უხადეს.

  • Prometheus
    schedule 27 ივნ 2021, 22:02

    გრიზმანს თავი დაანებეთ და არაფრის მაქნისი დემბელე და კოუტინიო მოაშორეთ , მუქთამჭამელი უმტიტიც ზევიდან

  • lesane C
    schedule 27 ივნ 2021, 21:47

    60 დაც თუ გაიყიდება გაყიდონ

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 27 ივნ 2021, 21:29

    რა 100 მილიონი ხალხო ;დდდდ 30 წლის არის პლიუს ხელფასი აქვს მაღალი ანუ ნებისმიერ გუნდს ამის ტრანსფერი ხელფასიანა 160-180 მილიონამდე დაუჯდება იმიტორო 25 მილიონამდე ბარსაში აქვს და გაამრავლეთ ეს მინიმუმ სამ წელზე ნუ რავი მაქსიმუმ 60 მილიონად გაყიდოს გუნდმა და ეგეც არ მგონია

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 27 ივნ 2021, 21:10

    100 ზე ნაკლებად ამას თუ გაუშვებენ მაგარი გამიტყდება :დ გრიზი უნდა დარჩეს, დემბელე და კოუტინიო წაათრიონ