workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის კალენდარი ცნობილი ოთხშაბათს გახდება

ლა ლიგის კალენდარი ცნობილი ოთხშაბათს გახდება

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით ლა ლიგის მომდევნო სეზონის კალენდარი ჩვეულზე ადრე იქნება ცნობილი. როგორც წესი კალენდარი ივლისის შუა რიცხვებში ქვეყნდება, ამჯერად კი ეს ივნისის ბოლო დღეს მოხდება.

ლა ლიგის 2021/22 წლების გათამაშება 2021 წლის 13 აგვისტოს, პარასკევ დღეს დაიწყება და 2022 წლის 23 მაისს დასრულდება. პირველი ტურის შეხვედრების დროები თამაშებამდე დაახლოებით 3 დღით ადრე გახდება ცნობილი და ის კონკრეტულ ქალაქებში ამინდის პროგნოზზე იქნება დამოკიდებული.

ესპანურ გუნდებს საშობაო შესვენება ექნებათ. ფეხბურთელები შვებულებაში 23 დეკემბერს გავლენ, ტურნირი კი 2 იანვარს განახლდება.

ლა ლიგის დასრულებამდე ზუსტად 1 თვით ადრე გაიმართება ესპანეთის თასის ფინალი. რაც შეეხება ქვეყნის სუპერ თასს, რომლის ნახევარფინალშიც “ბარსელონა” “რეალს” დაუპირისპირდება, 12-16 იანვარს ჩატარდება.

დიდი ალბათობით ლა ლიგის ახალ სეზონს 3 გასვლითი თამაშით დაიწყებს “რეალი”. მადრიდელებმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით თავად მიმართეს, მიზეზი კი ისაა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუ”, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 11 სექტემბრამდე თამაშების მასპინძლობისთვის მზად არ იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 28 ივნ 2021, 12:05
    #3

    საინტერესო იქნება, ბარსას როგორ ექნება პირველი შეხვედრები

  • La Pulga10
    schedule 27 ივნ 2021, 18:44
    #2

    Griezzy7,
    გაია საკამოდ რეალური ვარიანტია,ცენტრში პაუ ტორესიც კარგია და ბასტონი,მაგრამ მაგის მოყომარება რთული იქნება ინტერი ადვილად არ გამოგვატანს,ნახ.დაცვაში ვისზეც გავრცელდა ჭორები ყველაზე მეტად ლორენცო პელეგრინი მხიბლავს.ესენი,რომ გავჩითოთ ძაან კლასნი სასტავი დადგება.

  • M10 S9 D11
    schedule 27 ივნ 2021, 18:30
    #1

    ცოტა მარტივი მეტოქე შეგვახვედრონ პირველ თამაში ბოლო სეზონებია ხან ბილბაო გვხვდება ხან ვილიარეალი