გენერალური ასამბლეა

გენერალური ასამბლეა

ამ წუთებში კატალონიის “ბარსელონას” მმართველი ბორდი “კამპ ნოუზე” გენერალურ ასამბლეას მართავს, რასაც განახლებად რეჟიმში გთავაზობთ:

ჟოან ლაპორტა:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ეს ჩემთვის დიდი პატივისცემაა. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვნები ხართ და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებაში ხმა თქვენც გეკუთვნით.
კლუბმა ბევრი რთული პერიოდი გაიარა. თითქმის 120 წლის ვართ და მინდა ვთქვა, რომ წინსვლა ჩვენი პასუხისმგებლობაა. დღეს განვიხილავთ 2019/20 წლების სეზონის ფინანსურ მდგომარეობას..

* ჟოან ლაპორტამ მიკროფონთან ჟორდი მოიში მოიწვია, რომელიც ჟოზეპ მარია ბართომეუს ეკონომიკური ვიცე-პრეზიდენტი იყო. კამპ ნოუზე შეკრებილი საზოგადოება მას სტვენით მიესალმა.

ჟორდი მოიში:

მინდა, პრეზიდენტ ჟოანს მადლობა გადავუხადო, რომ საშუალებას გვაძლევს, გასული წლის ფინანსური დეტალები განვიხილოთ

ევროპის უდიდესმა ჩემპიონატებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში 1,6-მილიარდიანი ზარალი მიიღო, ჩვენ კი 200-250 მილიონი ვიზარალეთ.
ეს დანაკარგი საამაყო ნამდვილად არ არის. კორონას შემდეგ შევეცადეთ, რომ დანახარჯები შეგვემცირებინა, რის გამოც 70 მილიონი ევრო დავზოგეთ.
უკანასკნელ 4 წელში სახელფასო გადასახადებში თანხის 60-70% პროცენტი მიდიოდა, თუმცა შემოსავლების შემცირების შემდეგ, ზღვარს მივაღწიეთ.

* მოიშს პრეზენტაცია ასამბლეის დამწრეებმა შეაწყვეტინეს, რის შემდეგაც, ბარსას წარმომადგენელმა მათ პატივისცემისკენ მოუწოდა.

მოიში აგრძელებს:

ძირითად გუნდთან ერთად 22 ტიტული მოვიგეთ.
შეცდომა დავუშვით, რომ კლუბი საჭირო დროს არ განვაახლეთ. ეს ადრე უნდა გვექნა.
Forbes-ის გაზეთი “ბლაუგრანას” ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად ასახელებს და ამის მზეზი მხოლოდ ჩვენ მიერ შესრულებული საქმე არ არის, არამედ – პანდემიის პირობები.
როდესაც კორონავირუსი გამოჩნდა, დასაქმებულთა ხელფასი შევამცირეთ, რითაც 70 მილიონი დავზოგეთ.

* მოიშს პრეზენტაციას კვლავ აწყვეტინებენ. ამჯერად საზოგადოებას ჟოან ლაპორტა მიმართავს. 

სამოქალაქო ომის შემდეგ კლუბი ასეთ ცუდ მდგომარეობაში არ ყოფილა, თუმცა ჩვენ სუპერ ლიგასა და Barca Corporations-ს მხარი დავუჭირეთ, რაც მსოფლიო ფეხბურთის მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

* კლუბის წევრები მოიშს კითხვებს უსვამენ: –

  • სადაა მილიონები, რომლებიც გაუჩინარდა? 
  • Barca Gate-ს ჩეკები გინახავთ?
  • პიანიჩი – არტურის ბარტერი
  • ზარალის შესახებ
  • სუარესის ატლეტიკოში გადასვლა

ჟორდი მოიში:

კითხვებიდან ბევრი არ მახსოვს, თუმცა შევეცდები, რომ ყველას ვუპასუხო:
როგორც უკვე ვახსენე, ანგარიშები ჩვენი მდგომარეობის გამოძახილია. 

* Barca Gate-სთან დაკავშირებულ კითხვებს მოიშმა არ უპასუხა, ვინაიდან, საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშაა.

ფეხბურთელების ბარტერები? ეს პირველად არ მომხდარდა. ამას ყოველთვის განვიხილავდით. ამჯერად, ოსკარ გრაუსთან და რამონთან ერთად განვიხილეთ. ბარტერით “იუვენტუსიც” დაინტერესებული იყო და ვიფიქრეთ, რომ პიანიჩი ჩვენთვის კარგი იქნებოდა.
თუ სხვა კლუბებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი დამოკიდებულნი არ არიან მუზეუმისა და მაღაზიების მუშაობაზე… ჩვენ კი შედარებით დიდი ზარალი მივიღეთ. 
სუარესი? ტექნიკურ დირექტორებს გავესაუბრეთ და მათ ლუისს წასვლა სთხოვეს. “ატლეტოსთვის” მთლად არ გვიჩუქებია, რადგან სიტუაცია დავიდ ვილიას საქმესას ჰგავს.

ჟოან ლაპორტა;

არ მოგვწონს ეს ანგარიშები, რაც მოიშმაც აღნიშნა. შედეგები საშინელია.
ახლა კითხვებს ვუპასუხებ: 
ბიუჯეტის დამტკიცება? იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებას დაუჭერთ მხარს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოფილი მმართველი შტაბი ვალდებულებისაგან მოიხსნება. შემიძლია, რომ ეს დაგიდასტუროთ.

*იწყება ხმისმიცემისა და გასული წლების ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი

*ხმის მიცემა დასრულებულია

* ოფიციალურად: ბარსამ 2019/20 წლების სეზონის ფინანსური კრიზისის მოგვარებას მხარი დაუჭირა! ამის სასარგებლოდ ხმა კლუბის 616 წევრმა მისცა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 67-მა.
* ოფიციალურად: ბარსამ 2020/21 წლების სეზონის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის სასარგებლოდ ხმა 578-მა წევრმა მისცა, ხოლო საწინააღმდეგოდ, 72-მა.
* მოედანზე 2019 წლის შემდეგ მომხდარი “ცუდი” მომენტების ვიდეო გაუშვეს.
ჟოან ლაპორტა;
დღეს დასრულდება ის პერიოდი, რომელსაც ბევრი ბნელი წერტილი ჰქონდა. 2019-წლიდან მოყოლებული ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ვიდეო გიჩვენეთ, რათა გაანალიზოთ, რომ მსგავსი რამეები ხდება. 
დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩვენი დაბრუნების ყველას სჯერა – ყველას გვსურს, რომ “ბარსა” ისევ მწვერვალზე დავაბრუნოთ. ჩვენ გეგმაგვა გვაქვს, რასაც უკვე ვასრულებთ. ყოველ დღე ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ.
გაჩერებას არ ვაპირებთ. ტყუილ დაპირებებს არ გეტვყით, რადგან ყველა ჩვენი გადაწყვეტილება საუკეთესოდ გაწერილ გეგმებს ეფუძვნება.
ახალი ერა დაიწყო და მინდა, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვოთ. სიტუაციის შემობრუნების ძალა გვაქვს. 

*ოფიციალურად: “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს 4 წევრი შეუერთდა: ედუარდ რომეუ, ფერან ოლივე, ანგელ რუდალბასი, ჟოან სოლერი.

*ოფიციალურად: “ბარსელონამ” 525 მილიონი ევროს სესხის აღებას მხარი დაუჭირა.

*ჟოან ლაპორტა:

სესხის აღება აუცილებელია. იგი ტრანსფერებს არ მოხმარდება, მაგრამ კლუბის მშვიდად მართვის საშუალებას მოგვცემს.

*ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ ევროპის სუპერ ლიგაში კლუბის მონაწილეობის საკითხი არ განიხილება, რადგან დღეისათვის ჩემპიონატი არ არსებობს.

*ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ “კამპ ნოუზე” ლიონელ მესის ქანდაკებას დაუდგამენ.

*ჟოან ლაპორტა: 

იმედი მაქვს, 2021/22 წლების სეზონის დაწყებას ფანების 50%-ის დასწრებით შევძლებთ. ეს სწორედ ის საკითხია, რაც განსსახილველია.

კლუბში ქალი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა? ამჟამად ამაზე ვმუშაობთ.

ელენა ფორტი [კლუბის პრესმდივანი] 6-7 წელია ჩვენთანაა. მისი ყოლა ჩვენთვის დიდი პატივია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (38)

  • La Pulga10
    16 ივნ 2022, 22:50

    მალე რა მალე

  • me da barca
    24 ოქტ 2021, 12:40

    ციტატა: Iniesta_8
    არ მომწონს ბარსელონა იურიდიული სტატუსი და მმართველობის ფორმა, ჯობია კლუბს ერთი მფლობელი ჰყავდეს ვისაც მართლა ესმის ფეხბურთი და რასაც მოინდომებს გააკეთოს, ვიდრე 100000-ზე მეტი რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს და კლუბის მმართველობაში ან მონაწილეობას არ იღებს ან აზრზე არაა საერთოდ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს.


    ერთმართველობა და ერთი კაცის ხუშტურზეც არ უნდა იყოს ამხელა კლუბი.

  • Zura27
    23 ოქტ 2021, 19:47

    აი მაგათ მანდ კიდიათ და არ ესწრებიან ანსამბლეას…..
    ჩვენ აქ გვანერვიულებენ
    თუ აზრი არ აქვს წევრების მისვლას აბა მაგდენი რატომ არიან?
    თუ არადა მაგარი უპასუხიმგელო ხალხი ყოფილან
    შე კაიკაცო მიდი თქვი რამე გადმოანთხიე სიბრძნე 4500 კაციდან ერთი ჭვიანურთან მიახლოებული ხომ
    წამოგცდება

  • EL MAESTRO 6
    23 ოქტ 2021, 19:25

    ციტატა: Iniesta_8
    არ მომწონს ბარსელონა იურიდიული სტატუსი და მმართველობის ფორმა, ჯობია კლუბს ერთი მფლობელი ჰყავდეს ვისაც მართლა ესმის ფეხბურთი და რასაც მოინდომებს გააკეთოს, ვიდრე 100000-ზე მეტი რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს და კლუბის მმართველობაში ან მონაწილეობას არ იღებს ან აზრზე არაა საერთოდ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს.


    გეთანხმები იმაში რომ ყველაფერი შესაცვლელია: მმართველობის ფორმაც და წევრებიც რადგან აშკარად პროგრესი არ აქვთ საერთიდ არაფერში… რანაირი ანსაბლეაა როცა 10% იც კი არ ესწრება… ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საქმეს

  • Iniesta_8
    23 ოქტ 2021, 19:16

    არ მომწონს ბარსელონა იურიდიული სტატუსი და მმართველობის ფორმა, ჯობია კლუბს ერთი მფლობელი ჰყავდეს ვისაც მართლა ესმის ფეხბურთი და რასაც მოინდომებს გააკეთოს, ვიდრე 100000-ზე მეტი რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს და კლუბის მმართველობაში ან მონაწილეობას არ იღებს ან აზრზე არაა საერთოდ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს.

  • nika 54
    23 ოქტ 2021, 18:32

    ასამბლეას საწყის ეტაპზე 4 457 მოწვეული წევრიდან მხოლოდ 389 ესწრება.
    და რა უნდა განიხილოს 389 წევრმა, თუ 4068 წევრს სულ ფეხებზე კიდია ეს სესია. ალბათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები.

  • me da barca
    17 ოქტ 2021, 23:04

    კუმანის ხელში ჯგუბში, რომ ჩარჩებით და კიდევ მეტ შემოსავალს დაკარგავ მერე ითვალე დანაკარგები. ლა ლიგაში მეხუთე ადგილი საოცნებო გაგვიხდება და რომელი უფრო მეტი ზარალი იქნება, 12 მილიონი, რაც კუმანის გაპანღურებას უნდა, თუ რასაც უეფა-ლა ლიგისგან არ მიღებული თანხები? კარგად დაითვალე ლაპორტ, ძუნწი ორმაგს იხდისო ნათქვამია.

  • El pistolero 9
    17 ოქტ 2021, 22:39

    1350 მილიონი ვალი და აქედან პანდემიით გამოწვეული მხოლოდ 92 ია. ბართომეუს რო კითხო პანდემიამ დაძირა კლუბი

  • nika 54
    17 ოქტ 2021, 19:42

    ეხლა ტირილის დრო არ არის, შემადგენლობა ისეთია რო კარგი მწვრთნელის ხელში ითამაშებს. სტადიონზე მაყურებელთა შეზღუდვაც მოიხსნა. მიდიტ ითამაშეთ და ამოქაჩეთ ეგ ზარალი აბა როგორ გინდათ. ის კიბო არ გაუშვით დროზე და ახლა მოგიწევთ თავს ზემოთ გადახტომა.

  • EL MAESTRO 6
    17 ოქტ 2021, 18:45

    დაიწყებენ ახლა თავის მართლებას.. იმაში მართლები არიან რომ ძველმა ხელმძღვანელობამ დაანგრია კლუბი ყველანაირად, მაგრამ ახლა თავის მართლების და გადაბრალების ნაცვლად ჯობია სამომავლო გეგმებზე და განვითარების პერსპექტივენზე ისაუბრონ.. მოკლედ გუნდს რომ ვერაფერს უხერხებდნენ შემოუშვეს წურბელა ბართომეუ და გამოწოვა იმანაც სისხლი გოლომდე გუნდს… ეჰჰ რა დღეშია გუნდიი.. ვნახოთ ახლა რას იზამრნ ესენი, თუ რამის ტრაკი აქვთ …

  • kanja
    17 ოქტ 2021, 18:29

    აბა თქვენ იცით… სიტყვები— მოგეცა ლხენა!!!

  • NEYBarca
    17 ოქტ 2021, 18:24

    miha gamodi gvihvele 🙁

  • nika 54
    21 ივნ 2021, 16:06

    ძალიან კარგი თუ რამე სასიკეთოსკენ წავა საქმე.

  • ana anukii
    20 ივნ 2021, 22:11

    ტრანსფერებს არ მოხმარდებაო? 🙄

  • G0AT
    20 ივნ 2021, 18:51

    სად ვუყურო პირდაპირ ეთერში

  • Tsitsi
    20 ივნ 2021, 18:29

    ციტატა: GiorgiGabe99

    ციტატა: Tsitsi
    აუ ბართომეუს ვიცე პრეზიდენტს არ აცდიან პრეზენტაციას ;დდდ 4ჯერ შეაწყვეტინეს, უსტვენენ


    აბა რა ეგონა სად მიდიოდა რო მიდიოდა :დდდ


    ლაპორტა რა კლასნია ;დ მაგან რომ სთხოვა გაჩერდითო, გაჩერდნენ

  • GiorgiGabe99
    20 ივნ 2021, 18:23

    ციტატა: Tsitsi
    აუ ბართომეუს ვიცე პრეზიდენტს არ აცდიან პრეზენტაციას ;დდდ 4ჯერ შეაწყვეტინეს, უსტვენენ


    აბა რა ეგონა სად მიდიოდა რო მიდიოდა :დდდ

  • Tsitsi
    20 ივნ 2021, 18:07

    აუ ბართომეუს ვიცე პრეზიდენტს არ აცდიან პრეზენტაციას ;დდდ 4ჯერ შეაწყვეტინეს, უსტვენენ

  • La Pulga10
    20 ივნ 2021, 17:48

    ოჰოჰო საინტერესოაა.რა 100 მილიონი სწორადაა ნათარგმნი?