წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 ივნისს მოხდა.
თამაშები
20 ივნისს “ბარსელონას” 5-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.
1905 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ელემერ ბერკესიე. 1934-1936 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 52 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
1925 წელი
პრიმო დე რივერას დიქტატურის პერიოდში, “ლეს კორტსის” სტადიონზე ესპანეთის ჰიმნისადმი გამოხატულმა სტვენამ კატალონიური იდენტობისა და პროტესტის სიმბოლური სტატუსი შეიძინა. ამ აქტის გამო სტადიონი 6 თვით დაიხურა, ხოლო კლუბის დამფუძნებელი და იმჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან გამპერი იძულებული გახდა, დაეტოვებინა არა მხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც, რაც კლუბისთვის პოლიტიკური რეპრესიების პირველ სერიოზულ გამოცდად იქცა.
1954 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა, მაგრამ წინა 3 შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად წააგო, “ვალენსიასთან” 0-3.
ეს “ბარსელონასთვის” ესპანეთის თასზე მე-200 თამაში იყო.
1976 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ჟულიანო ბელეტი. 2004-2007 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 107 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგის ფინალში). ბელეტიმ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1989 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთის გუნდის მოთამაშე კევინ მიოლერი.
1993 წელი
ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “სოსიედადი” 1-0 დაამარცხა, ხოლო პარალელურ მატჩში “რეალ მადრიდი” “ტენერიფესთან” ანგარიშით 0-2 დამარცხდა. შედეგად “ბლაუგრანამ” “ბლანკოსს” გადაასწრო და ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.
1998 წელი
“ბარსელონა B”-მ სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელ პლეი ოფში “რეალ მადრიდ B” (კასტილია) ანგარიშით 5-0 დაამარცხა.
ბელეტი დღესაც თავის უდიდეს მიღწევად არსენალთან ფინალში გატანილ გოლს ასახელებს.
დდდ ბაზარი არაა მადრიდისტები გამწარებულები არიან ისე კოკეს მაგივრად ტიაგო რო ათაამშოს ურიგო არიქნება
ისე მაგრად ვკაიფობ, 18 წლის ბიჭმა ალკანტარა, რუისი და კიდევ რამდენი ნახევარმცველი დასვა სკამზე ..))) ხალხი მგონი ფიქრობს ბარსას ეტენებაო ამით ენრიკე 😀