საერთო სასწავლო სტრუქტურა დარჩება იგივე, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მოთამაშეთა რაოდენობა შემცირდება.
59 კატალონიელი
თუ პოზიციებზე ვისაუბრებთ გეტყვით, რომ კანტერას 9 მეკარე, 16 მცველი, 30 ნახევარმცველი და 25 თავდამსხმელი შეემატა. აქედან (59) უმრავლესობა (32) კატალონიური კლუბებიდან გადმოვიდა.
15 ახალგაზრდა, კი მთლიანი ესპანეთის 11 კლუბიდან გადმობარგდა. ასევე კანტერაში 6 უცხოელიც ჩაირიცხა: 2 კორეელი, ჰოლანდიელი, პორტუგალიელი, ამერიკელი და იაპონელი.
85 მოთამაშე კლუბს დატოვებს
ამ სეზონში “ბარსელონას” 85 მოთამაშე დატოვებს. ზოგიერთი მათგანი ცნობილიც არის. მაგალითად, “ბარსა ბ” – დან გაემგზავრებიან ვიქტორ ვასკესი, ნოლიტო, ედუ ორიოლი, აბრაამი, ბენჰა და კიდევ 5 ფეხბურთელი (ზოგიერთის კონტრაქტში შეტანილია ფუნქცია, რომ “ბარსას” შეუძლია ისინი გამოისყიდოს). “ჟუვენილ A” – დან მეკარეები პეპე პალაუ (“ვილიარეალ C “) და ხორდი მაკო თავდამსხმელ ეტოკთან ერთად (ორივე “ჩელსი”) გაემგზავრებიან. “ჟუვენილ B” – ს ათეული მოთამაშე დატოვებს, აქედან 3 “ესპანიოლში” გადაბარგდება. “კადეტ A” – დან “არსენალში” – ტორალი და ბელერინი, “იუვენტუსში” – პოლ გარსია ტენა, “ესპანიოლში” – ბელანა და ნავარო, ხოლო “მალაგაში” – მარა გადავიდნენ.
ამრიგად, “ბარსა ბ” 25 ფეხბურთელით იასპარეზებს, Juvenil, Cadet და Infantil 20 – ით, ხოლო Benjamin და Prebenjamin 12 მოთამაშით. შედეგად, 253 ახალგაზრდა ფეხბურთელი გააგრძელებს მოღვაწეობას ლა მასიასა და სიუდად ესპორტივაზე.