workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანს ევრო 2020-ზე პლატინისა და რონალდუს რეკორდის დამხობა შეუძლია

ანტუან გრიზმანს ევრო 2020-ზე პლატინისა და რონალდუს რეკორდის დამხობა შეუძლია

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ანტუან გრიზმანის, უსმან დემბელესა და კლემან ლანგლეს საფრანგეთი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

“ბარსელონას” ოფიციალური სიტის ინფორმაციით, ევრო 2020-ზე გრიზმანს შესანიშნავი რეკორდის დამხობა შეუძლია.

საქმე ისაა, რომ ანტუანმა აღნიშნულ ტურნირზე პირველად 2016 წელს ითამაშა, სადაც 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა (საშუალოდ, 0.86 გოლი ერთ შეხვედრაში) – ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფრანგი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილზე გადასულიყო.

შესაბამისად, წელს 30 წლის თავდამსხმელს შანსი ექნება, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გამტანი გახდეს. ამისთვის მას 4 გოლი სჭირდება.

ნახსენებ სიაში 9-9 გოლით პირველ ადგილს მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ იკავებენ, რომლებსაც 7 გოლით ალან შირერი მოსდევს, მათ შემდეგ კი გრიზმანი იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ ევრო 2020-ზე იასპარეზებს, რაც ანტუანისთვის დამატებითი დაბრკოლებაა. მეტიც, საფრანგეთი და პორტუგალია ერთ ჯგუფში არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 15 ივნ 2021, 21:57
    #2

    წარმატებები გრიზმანს. ნაკრებში ისე თამაშობს არაა გამორიცხული იგივე შედეგი გაიმეოროს. რონალდუმ დუბლი შეუსრულა უნგრეთს, მაგრამ დიდ გუნდებთან ვერ იტანს ხოლმე და დიდ გუნდებს ახლა ხვდება თუ ხვდება. გრიზმანს კიდე უყვარს დიდ მატჩებში გატანა.

  • nika 54
    schedule 15 ივნ 2021, 17:54
    #1

    ნახსენებ სიაში 9-9 გოლით პირველ ადგილს მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ იკავებენ, რომლებსაც 7 გოლით ალან შირერი მოსდევს, მათ შემდეგ კი გრიზმანი იმყოფება.
    ყველაზე საკაიფო იცით რა არის? პლატინიმ 9 გოლი 5 თამაშში გაიტანა. რონალდუმ კი 21-ში. სხვანაირად პლატინი თამაშში საშუალოდ 1,8 გოლს იტანდა. რონალდუ კი 0,42 გოლს.