ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ პრესკონფერენცია გამართა

მესიმ პრესკონფერენცია გამართა

მოგეხსენებათ, დღეს გამთენიისას, 02:15  წუთზე გაიმართება “კოპა ამერიკის” 1/4 ფინალი. ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩში მონაწილეობას  მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის სამი მოთამაშე,  ხავიერ მასკერანო, გაბრიელ მილიტო და ლიონელ ანდრეს მესი მიიღებენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კატალონიური გრანდისა და არგენტინის ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ პრესკონფერენცია გამართა:

“კრიტიკის მიუხედავად,  როდესაც  არგენტინას დავჭირდები და ნაკრებში გამომიძახებენ, ყოველთვის დავეხმარები ჩემს სამშობლოს. მსურს ვითამაშო ამ  გუნდში და  აზრზს პრესის  გამო არ შევცვლი. ეროვნული ნაკრები ჩემი ნაწილია. ამიტომ ვცდილობ  ბევრი არ ვეკონტაქტო ჟურნალისტებს.”– განაცხადა არგენტინელმა.

“მთელი ნაკრები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ყველას გვაკრიტიკებდნენ. ჩვენ ვაღიარეთ დანაშაული. გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები. სწორედ ამიტომ კრიტიკა გამარჯვებაში მოგვეხმარა.”

“ყურადღებას არასდროს ვაქცევდი იმას თუ რა იწერებოდა პრესაში ჩემს შესახებ და ამის კეთებას  არც ახლა დავიწყებ. მთავარია რას ფიქრობენ გულშემატკივრები.”

24 წლის ვუნდერკინდი და ოქროს ბიჭუნა თვლის, რომ “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების შედარება არ შეიძლება:

” “ბარსასა” და არგენტინის შედარება დიდი შეცდომაა. კლუბში ჩვენ დიდი ხანია ერთად ვბურთაობთ და გუნდი შეკრულია, ხოლო ნაკრებში ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით. ნამდვილად არ შეიძლება  კატალონიური გრანდისა და არგენტინის შედარება.”–განაცხადა მესიმ.

“ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენი ოცნება  “კოპა ამერიკის” მოგებაა. არგენტინელებს ეს ტიტული გვწყურია, ჩვენ ის გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაპოვებლად!”

ლეომ ალექსის სანჩესის შესახებაც ისაუბრა, როგორც იცით ჩილელი ცალი ფეხით “ბარსაშია.”

“მე მას  ვიცნობ. ის ბრწყინვალე მოთამაშეა. სანჩესი “ბარსელონას” გააძლიერებს. ჩილელის ტრანსფერი კლუბს მხოლოდ კარგს მოუტანს.”– დაასრულა მსოფლიოს საუკეთესო  ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში