ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იკარდი იტალიაში ითამაშებს

იკარდი იტალიაში ითამაშებს

 

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის არგენტინელი ფეხბურთელი, მაურო იკარდი მომავალ სამ სეზონ იტალიაში გაატარებს…

 

ბოლო 6 თვის მანძილზე, იკარდი “სამპდორიაში” იჯარის წესით იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარის დალაშქვრა ცამეტჯერ შეძლო, რაც უდავოდ ძალიან კარგი შედეგია. “სამპდორიას” მესვეურებმა კი ამ ნაჩვენები შედეგის შემდეგ მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს.

 

იტალიური მხარე იკარდის სანაცვლოდ 400 ათას ევროს იხდის. “სამპდორიას” ხელმძღვანელები ახალგაზრდა ფეხბურთელთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. კატალონიურ გამოცემა “სპორტთან” საუბრისას იკარდიმ განაცხადა, რომ იგი “სამპდორიას” ახალ პროექტში ჩასაბმელად სრულიად მზადაა.

 

აქვე გეტყვით, რომ 18 წლის თავდამსხმელი, რომელმაც “ბარსაში” 2 სეზონ–ნახევარი გაატარა, “სამპდორიას” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლავთ.

 

ვიდეომასალა

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=0c-2mpAEDZo]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში