სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, უსმან დემბელეს წასვლის საკითხი აქტუალური გახდა.
ამ მომენტისთვის, ფრანგი ყველაზე ახლოს “პარი სენ-ჟერმენთანაა”, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება კვლავ არ არსებობს. მაღალია ალბათობისა იმისა, რომ დემბელეს პსჟ-ში ტრანსფერი არ შედგეს. ბოლო ინფორმაციით, მის გარშემო სიტუაცია ასეთია:
- დემბელე და “პარი სენ-ჟერმენი” კონტრაქტზე შეთანხმებულები არიან.
- ტრანსფერი სრულად კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
- განიხილება ფეხბურთელთა გაცვლა – იკარდი, დი მარია და ბერნატი.
- “ბარსელონას” პრიორიტეტს დემბელეს სანაცვლოდ ფულის მიღება წარმოადგენს – საუბარია 20 მილიონ ევროზე.
- “მანჩესტერ იუნაიტედი” დემბელეთი დაინტერესებული არაა.
Update: ფაბრიციო რომანო წერს, რომ ბოლო 12 საათში სიტუაცია არ შეცვლილა. კლუბები შეთანხმების მიღწევას კვლავ ვერ ახერხებენ. ასევე, მაურო იკარდი პსჟ-ის იანვარში დატოვებას არ აპირებს. Mundo Deportivo იტყობინება, რომ პარიზიდან შუა სეზონში წასვლა არც ხუან ბერნატს სურს.
დღეს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა იხურება. გარდა დემბელეს წასვლისა, კატალონიური კლუბი პიერ-ემერიკ ობამეინგისა და ალექს გრიმალდოს ტრანსფერებზე მუშაობს.
გაცვლა რატო არ უნდათ? დი მარიაზე უკეთესი ვინ უნდა მოეყვანათ?
დიმარია კარგი იქნებოდა.
დიმარიაა🥵🥵🥵🥵🥵🥵🥵🥶
დი მარიას კონტრაქტი ეწურება ზაფხულში.დემბელე და დი მარია გაცვალონ მილიონჯერ ჯობია დი მარია… მერე კიდე ზაფხულში ბარემ უფასოდ დავიმატოთ ♥️
იკარდი არის ფორვარდი რომელიც ახლა გვჭურდება, ძალიან მაგარი დამფინიშებელია,ზაფხულამდე იდეალურად გამოვიყენებდით
იკარდი და დიმარიას ერთად თუ მოგვცემენ ამის ნაცვლად დაფიქრებაც არ უნდა ისე გაუშვან, უყოყმანოდ
გამტან ფორვარდიან გუნდს კი დახატავს ეს კონტრებზე. აბა აქ სუარესი გვყავდა ეს ლაზარეთში ეგდო. ეს გვყავ სუარესი ატლეტუკოშია. თითონ დარტყმა არ იცის და კარამდე ჩატანილი ბურთი ვის მიცეს და რომც გაეხსნას ვინმე ისინი ცალკე ელ მაზილები არიან. ამ დიშლას თითონ რო ერტყა ხოლმე იქნებ მეტად სარგებლის მომტანი ყოფილყო
იკარდი დი მარია ბერნატზე თუ მართალია, თავისი კასტილებიანად შეფუთონ ეს ჩამოსხმა და ისე გაუშვან
ამან ხო უკვე ტვინი მო…ა რა ჯერ ტრავმები მერე კონტრაქტი ახლა კიდევ წასვლა არ უნდა, ასეთი ფეხბურთელის წაყვანა რო უნდათ მადლობა გადავუხადოთ და გავატანოთ რა 20 მილიონი მითუმეტეს იკარდი კაი ტრანსფერი იქნება პლიუს ბერნატი ბოლობოლო ზაფხულში გავყიდით ორთავეს მარა როგორც ჩანს ჭორებია სავარაუდოთ სხვაგან წავა უფრო ჩელსიში…