workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლესტერი” ფილიპე კოუტინიოთი დაინტერესდა

“ლესტერი” ფილიპე კოუტინიოთი დაინტერესდა

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, ნისლიან ალბიონზე დაბრუნდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს “ლესტერი” იჩენს. “მელიების” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, რომელიც კოუტინიოსთან ერთად ადრე “ლივერპულში” მუშაობდა, თავის გუნდში მის ხილვას კვლავ ისურვებდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა “ლესტერი” კოუტინიოს ტრანსფერზე შეთავაზებას – საუბარია 20 მილიონ ევროზე – თუ ფეხბურთელის იჯარით აყვანას შეეცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 14 ივნ 2021, 16:45
    #6

    ციტატა: me da barca

    ციტატა: Albicelecte
    20 მილიონი? იციან, რომ ზარალია და კაპიკებში უნდათ დაითრიონ…
    ერთი 10 ლიმონიც დაამატეთ თქვე ჟმოტებო!
    ევროპალიგაზე გაქვთ სათამაშო და ლიგა/ევროზონის საგზურზე საჭიდაო
    აგერ, არსენალი და ევერტონი დარჩნენ ევროზონის მიღმა, ლიგაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნუ გგონიათ რამე გაქვთ ეპლ-ში გარანტირებული


    20 მილიონი იჯარაშიო


    ხოდა სანამ იჯჯარა გაუვა, ბარსასთან კონტრაქტიც დაუმთავრდება და დარჩება ალბათ მუქთად სადაც იქნება.

  • me da barca
    schedule 14 ივნ 2021, 15:58
    #5

    ციტატა: Albicelecte
    20 მილიონი? იციან, რომ ზარალია და კაპიკებში უნდათ დაითრიონ…
    ერთი 10 ლიმონიც დაამატეთ თქვე ჟმოტებო!
    ევროპალიგაზე გაქვთ სათამაშო და ლიგა/ევროზონის საგზურზე საჭიდაო
    აგერ, არსენალი და ევერტონი დარჩნენ ევროზონის მიღმა, ლიგაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნუ გგონიათ რამე გაქვთ ეპლ-ში გარანტირებული


    20 მილიონი იჯარაშიო

  • Albicelecte
    schedule 14 ივნ 2021, 10:38
    #4

    20 მილიონი? იციან, რომ ზარალია და კაპიკებში უნდათ დაითრიონ…
    ერთი 10 ლიმონიც დაამატეთ თქვე ჟმოტებო!
    ევროპალიგაზე გაქვთ სათამაშო და ლიგა/ევროზონის საგზურზე საჭიდაო
    აგერ, არსენალი და ევერტონი დარჩნენ ევროზონის მიღმა, ლიგაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნუ გგონიათ რამე გაქვთ ეპლ-ში გარანტირებული

  • El pistolero 9
    schedule 14 ივნ 2021, 00:07
    #3

    50 ად იყიდონ და შეფუთვა-მიტანას უფასოდ გავუკეთებთ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 ივნ 2021, 23:44
    #2

    შეფუთეთ და გაუგზავნეთ სანამ გადაიფიქრეს!

  • La Pulga10
    schedule 13 ივნ 2021, 22:59
    #1

    დავაი მოაშორეთ აქედან.