დღეს დილით ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარსია პიმიენტამ “ბარსა ბ-ს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ცოტა ხნის შემდეგ კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.
46 წლის სპეციალისტის გათავისუფლება მოულოდნელი იყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით 3 სავარაუდო მიზეზი მაინც შეგვიძლია გამოვყოთ:
სპორტული მიზეზები
ერთი შეხედვით, გარსია პიმიენტას მუშაობა უკმაყოფილების მიზეზებს არ ტოვებდა, თუმცა, ხელმძღვანელობის აზრით, ახალგაზრდული გუნდი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში უნდა დაწინაურებულიყო, რაც 2018 წლიდან პიმიენტამ ვერ მოახერხა. “ბარსა ბ” ფლეიოფამდე გადიოდა, მაგრამ იქ მეტოქეებს ვეღარ უმკლავდებოდა.
ეკონომიკური მიზეზები
“ბარსელონას” ხელმძღავნელობაში მიიჩნევდნენ, რომ გარსია პიმიენტას ხელფასი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე გუნდის მწვრთნელისათვის ზედმეტად დიდი იყო. პიმიენტას ანაზღაურება ლა ლიგა 2-ის მწვრთნელებისას უთანაბრდებოდა.
კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო კატალონიელებს კომპენსაციის სახით 200 000 ევრო ექნებათ გადასახდელი.
სტრუქტურული მიზეზები
ჟოან ლაპორტას “ლა მასიაში” სტრუქტურული ცვლილებები აქვს დაგეგმილი და პიმიენტა ერთადერთი არაა, ვინც თანამდებობას ემშვიდობება. მას აურიელ ალტიმირა და ალექს გარსიაც მიყვნენ, რომლებიც “ბარსელონას” უფრო ახალგაზრდა თაობებს წვრთნიდნენ.



კიდევ ახალი წესები მოუგონიათ და თურმე წელს.
ПОЧЕМУ СБОРНОЙ ИТАЛИИ НЕ ДАЛИ ПЕНАЛЬТИ ЗА ИГРУ РУКОЙ ЗЕКИ ДЖЕЛИКА (ТУРЦИЯ) В МАТЧЕ ЕВРО-2020? ОБЪЯСНЯЕМ РЕШЕНИЕ СУДЬИ.
https://www.eurosport.ru/football/euro-2020/2021/story_sto8369894.shtml
აი აქ წაიკითხავთ ამ ახალ წესებს.
Dges victor ikpebas(1973),Eugen galekovicis(1981),Eden derdyokis(1988),maurisio islas(1988),seok-ho hvanis(1989),Davidson Sanchezis(1996),tomas sorensenis(1976),PHILLIPE COUTINHOS(1992).dab.dgeebia.
ამ თამაშიდან გამომდონარე თურქებზე ბევრად სიმპათიური ნაკრები გვყავს ყველა რგოლში, მარა რათ გინდა. ისენი იტალიასთან მაინც აგებენ უთამოყვაროდ და ეგენი მოლდოვასთან ..
სპორტული მიზეზები მგონია. ხელფასი, რომ ყოფილიყო ჯერ დაკლებაზე შეუთანხმდებოდნენ.
როცა ზუსტი მიზეზი არ ვიცით, სათაურს პირველ სიტყვას "სავარაუდო"-ს თუ დაამატებთ ჯობია.
სავარაუდო მიზეზები…
შეიძლება სუდიამ ვერ შეხედოს, ვერ გარისკოს, ვერ გადაწყვიტოს ერთპიროვნულად მომენტი რომელშიც დარწმუნებული ვერაა 100%, მარა აი ის საბაჯაღლოვე ვარის ოთახი, მილიონნახევარი რაკუსით რო ამოწმებს და არაფერი არ იყოო რო ამბობს, ეს რას ნიშნავს იქნება ოდესმე მაინც ახსნას უეფამ ეგ მარაზმი 😀
პენალტი საერთოდ რაზე იდება? დდ ტიპმა სეივი გააკეთა დდ უნამოსობასაც აქ საზღვარი მილიონობით მაყურებელს ესე ურცხვად აბოლებენ ლაივში.დდ
როგორც ეტყობა, ახალი წესებით ხელით თამაშისთვის პენალტის აღარ ნიშნავენ!! ან ეს სუდია მისი ვარით ბრუციანები არის,სირცხვილი ხომ!!??
ვარი მარტო დროის გასაყვანად შემოუღიათ ამ დასირებულებს 😀 ჩეფე მოგიკითხე უეფა