ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონამ” გარსია პიმიენტა სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, რამდენიმე წუთის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
“ბარსა” 46 წლის სპეციალისტს პროფესიონალიზმის, მონდომების, თავდადებისა და ერთგულებისთვის მადლობას უხდის და იღბალსა და წარმატებას უსურვებს.
ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზზე ნათქვამი არაფერია.
დიდი ალბათობით, მალე კლუბი პოსტზე სერჟი ბარჟუანის დანიშვნას დააანონსებს.
პიმიენტა “ბარსელონას” სამწვრთნელო სისტემაში 2006 წლიდან მუშაობდა, “ბარსა ბ-ს” დამრიგებელი კი 2018 წლიდან იყო.




წარმატებები პიმიენტას. დარწმუნებული ვარ დიდხანს არ იქნება უმუშევარი
კუმანი რჩება და ეს კაცი მიდის.. აქ აღარაფერი გვესაქმება 11.06.21
მთავარ გუნდში ვუპირებდით დანიშვნას და ბარსა ბ-დანაც გაუშვეს?
ალბათ ბარსა-ბ რო ვერ გადაიყვანა მაგიტომ გაუშვეს.
ცოტა ტეხავს როგორც გინდა მოიყვანე გააგდე ეგრე არაა თუ კონტრაქტი აქ არ უნა გაუუქმონ ესე მარტივად და თუ არ ენდობიან არ უნდა დაუდონ საერთოდ. "მეტი ვიდრე კლუბი"-ს საქციელს არ გავს