workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ გარსია პიმიენტა დაითხოვა | ESPN

ბარსელონამ გარსია პიმიენტა დაითხოვა | ESPN

მომდევნო სეზონიდან, “ბარსა B-ს” გარსია პიმიენტა აღარ გაწვრთნის, ინფორმაციას რამდენიმე ესპანური მედიასაშუალება ავრცელებს.

კლუბმა მისი განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. “ლა მასიაში” მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება არის დაგეგმილი.

ცნობის მიხედვით, პიმიენტასთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მცირე ხ ის წინ, მას შეატყობინეს, რომ კლუბში მუშაობას გააგრძელებდა.

46 წლის სპეციალისტი სარეზერვო გუნდს სათავეში 2018 წლის აპრილიდან ედგა. ხელშეკრულების გაწყვეტისთვის, იგი “ბარსელონასგან” 1 მილიონ ევროს მიიღებს.

აგრეთვე, კლუბს ტოვებენ მარიო რუისი, აურელი ალტიმირა და სკაუტთა დეპარტამენტის ხელმძღვნელი, ალექს გარსია (თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი). ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჟორდი როურას მომავალი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2021, 19:25

    ალექს გარსია აქეთ წამოვიდეს მომწონდა დინამოში.

  • El pistolero 9
    schedule 11 ივნ 2021, 18:13

    არადა აქ პირველი გუნდის მწვრთნელად განვიხილავდით

  • La Pulga10
    schedule 11 ივნ 2021, 18:08

    CHEPE,
    ვიცი ჩემი ძმა ვიცი.უბრალოდ ვამბობ,იმდენად გვინდა ხავი,რომ ეგეთ უკიდურესობას ვუშვებთ,იქნებ სასწაული მოხდეს.თორე მეც არ მჯერა მაგის,თავის პირით თქვა ბარსა ბ არა კასტილიაო.

  • gecheche
    schedule 11 ივნ 2021, 17:37

    ზოგადად რომელიღაცა ინტერვიუში თქვა ლაპორტამ რო შეიძლებაო ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მომიწიოს გუნდისთვისონრო გულშემატკივრებს არ მოეწონოთო და მართალიცაა ალბათ საჭირო იყო პიმიენტას წასვლა და ასევე კუმანის დარჩენაც ჭკვიანი კაცია ლაპორტა გამცდილება დიდიაქ და ჩვენზე კარგად იცის რასაც აკეთებს და რაც ჭირდება გუნდს შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს რაღაცეები მარა გარემოებებიდან გამომდინარე არის საჭირო ასეთი ხუსტი გადაწყვეტილებები

  • Albicelecte
    schedule 11 ივნ 2021, 17:02

    ციტატა: gecheche

    ციტატა: BEQA BARCA
    ესეიგი ჩავი მოდის🥰


    იმედია ძაან მინდა რო მოვიდეს მაგაზე კაი ვარიანტი არვიცი

    ვიგაცა სერხი ბანჟუანი ინიშნება ბარსას ყოფილი ფეხბურთელი


    სერჟი ბარჟუანი ვიღაც არაა, ბარსას ლეგენდაა… "დრიმ თიმის" წევრი და ნაკრების კაცი

  • Truxilio
    schedule 11 ივნ 2021, 16:40

    ჩავიმ უნდა ჩაიბაროს . ალ ასადის გამოცდილებას გავკარი ….

  • La Pulga10
    schedule 11 ივნ 2021, 16:25

    CHEPE,
    რეალისტობა კი არა დროზე გვინდა მოვიდეს ეგ ჩემისა დავიღალეთ ლოდინით,რა გაუძლებს კიდევ 1 სეზონზე კუმანს.

  • C.PC5
    schedule 11 ივნ 2021, 15:41

    ახლა რო ლაპორტამ ჩავი ან ვინმე დიდი ფიგურა არ მოიყვანოს პიმიენტას ნაცვლად მაგარი ღადაობა იქნება😂

  • gecheche
    schedule 11 ივნ 2021, 15:36

    ციტატა: BEQA BARCA
    ესეიგი ჩავი მოდის🥰


    იმედია ძაან მინდა რო მოვიდეს მაგაზე კაი ვარიანტი არვიცი

    ვიგაცა სერხი ბანჟუანი ინიშნება ბარსას ყოფილი ფეხბურთელი

  • BEQA BARCA
    schedule 11 ივნ 2021, 15:18

    ესეიგი ჩავი მოდის🥰

  • La Pulga10
    schedule 11 ივნ 2021, 14:53

    gecheche,
    ისე კარგი აზრია ეგ.ჩავი დაკეროს,რომ თავიდან შეხედავს კუმანს და თუ ჩაისვარა ეგრევე გაუშვებს ზამთარში და პირდაპირ ხავის დანიშნავს.

  • gecheche
    schedule 11 ივნ 2021, 14:46

    ჩავი რო დაინიშნოს ახლა ძაან გაასწორებს აბა სხვა ვმვარიანტები არ ვიცი უკეთესი შეიძლება შეთანხმდნენ ლაპორტა და ხავი რო მოვიდეს და მერე თუ ვერაფერი ქნა კუმანმა ზამთარში შეცვლის ან იქეთა სეზონიდან იმედია ჩავი და ლაპორტა მორიგდებიან და დათანხმდება ჩავი ბარსა ბს გაწვრთნას

  • La Pulga10
    schedule 11 ივნ 2021, 14:46

    ოპააა რას ლაპარაკობ ტოო!!!დიდი ცვლოლებებიააა. ნეტა ვინ ჩაიბარებს რა საინტერესოა?ხავიმ არაო და.პირველი გუნდი ჩამაბარეთო smile

  • Albicelecte
    schedule 11 ივნ 2021, 14:34

    ტიპი მთავარი გუნდის მწვრთნელობაზე აცხადებდა ფრითენზიას და აგერ smiley smiley
    მურსია რომ ვერ მოუგო იმ შემადგენლობით, რაც ყავდა, უკვე გასაგები იყო რაც ელოდა
    პენია,ტენასი
    კომასი,ბალდე,მარმოლი, მინგო, მინგესა
    ბუსკეტსი,ორალანა, ნიკო, მორიბა, მატეუსი,
    კოლადო, დე ლა ფუენტე, ჰიროკი, გერარდი, გუსტავო და კიდევ ცენტრფორვარდები, მანაი და სებალოსი, რომელტან წესით გოლები უნდა გაეტანათ
    სეგუბნდა ბ-ზე ძლიერი შემადგენლობა კი უნდა იყოს და წესით მთავარი გუნდი უნდა მოამარაგოს, მაგრამ სეგუნდაში რომ ვერ გადმოდის, იმან ვინ უნდა მოამარაგოს?!
    ისე, მაღთლა ჯობია, რომ ჩავმ ჩაიბაროს სარეზერვო, დაამტკიცოს თუ რისი თავი აქვს

  • datio
    schedule 11 ივნ 2021, 14:33

    ვერ დააწინაურეს და… გაუშვეს 🙂
    ისე საინტერესოა რას გეგმავენ

  • Kaka
    schedule 11 ივნ 2021, 14:29

    ამას ნაღდად არ ველოდი

  • cruyff9
    schedule 11 ივნ 2021, 14:29

    დეპაიზე კვლავ არაფერი ახალი(((((((