workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გარსია პიმიენტა: არც კი ვიცი ბარსელონამ თანამდებობიდან რატომ დამითხოვა

გარსია პიმიენტა: არც კი ვიცი ბარსელონამ თანამდებობიდან რატომ დამითხოვა

“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა და “ლას პალმასის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტამ კომენტარი 2021 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც იგი “ბარსელონამ” თანამდებობიდან მოულოდნელად დაითხოვა.

არც კი ვიცი თუ რატომ გამიშვეს კლუბიდან. ისინი მეუბნებოდნენ, რომ თანამდებობაზე კიდევ 1 წლის განმავლობაში უნდა დავრჩენილიყავი, თუმცა 2 კვირის შემდეგ “ბარსელონამ” დაკავებული პოსტიდან მომხსნა. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია რაფა იუსტემ მომაწოდა, რის შემდეგაც თავი საშინლად ვიგრძენი, რადგან კლუბში დარჩენას ვგეგმავდი, მათ კი მწვრთნელები ყველა შესაბამის დონეზე იქამდე ჰყავდათ შერჩეული. “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი მზად უნდა იყოს, რომ პირველ გუნდში კვალიფიცირდეს, თუმცა ამასთან თავი ახლოს არასდროს მიგრძნია.
6 თვის შემდეგ სამუშაო “ლას პალმასმა” შემომთავაზა, ცხოვრება კი ყველა კლუბის მიღმა გრძელდება.

– თქვა პიმიენტამ. 

სხვათა შორის, გარსია პიმიენტამ კომენტარი “ბარსელონას” მიმდინარე სეზონთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ლა ლიგაში კი ყველაფერი მადრიდის “რეალზე” იქნება დამოკიდებული.

გარსია პიმიენტა “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდებს 2001-2021 წლებში წვრთნიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 06 აპრ 2024, 14:24

    გადამავიწყდა ამის შედეგები ბარსა ბ-ში, იყო გასაგდები თუ არა.

  • Jorkaeff
    schedule 05 აპრ 2024, 20:19

    კაი ეხლა ნუ ატრაკებ დს გიხარია, მასე სადაა სულ რო ბ გუნდის მწვრთნელი ვარგოდეს მთავარ გუნდში დასანიშნად?! ეგ კიარადა ჩემი აზრით მთავარი გუნდის მწვრთნელმა რო ბ გუნდის მწვრთნელად გადაინაცვლოს ალბათ ყველას არ გამოუვა კარგი შედეგის დადება…

  • nika 54
    schedule 05 აპრ 2024, 20:06

    შენ კი არა დალოცვილო ამათ მესი დაითხოვეს და სუარესი სამაგიეროდ კი რაფინია და ტორესი მოიყვანეს. ხო რაც მთავარია დეკუს პოზიციები გაუძლიერეს, ხმა რო უბატონოდ ვერავინ გასცეს.