ეს ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში სათამაშოდ 4 წლის წინ, 2007/08 წლების სეზონში მოვიდა. ახლა ოიერი “ბარსა ბ”–ს ახალგაზრდა ვეტერანი ფეხბურთელია…
ოიერ ოლაზაბალი ბარსელონაში “რეალ უნიონიდან” გადმობარგდა. მას წინ “ბარსელონაში” მეხუთე სეზონი ელის. ბასკი ფეხბურთელი ახლა 21 წლის (დაბ. დღე – 17 სექ.) გახლავთ. მისი “ბარსა ბ”–ში ყოფნისას იგი მესამე მწვრთნელს იცვლის. პირველი პეპ გვარდიოლა გახლდათ, მეორე რომაულ “რომაში” გადაბარგებული ლუის ენრიკე, ხოლო მესამე, ანუ ახლანდელი დამრიგებელი ეუსებიო საქრისტანია.
ბასკი გოლკიპერის, ოიერ ოლაზაბალისთვის განვლილი 4 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გვარდიოლას დროს, მან შეძლო და გუნდს “სეგუნდა ბ”–ში დაბანაკებაში დაეხმარა. ლუის ენრიკეს ეპოქაში კი მისმა გუნდმა “სეგუნდა დივიზიონში” გადაინაცვლა, რის შემდეგაც იქ “ბარსა ბ”–ს ისტორიაში, საუკეთესო ადგილის მოპოვებაც შეძლო. ახლა მის გუნდს არც პეპი წვრთნის და არც ლუისი. ჯერი ყოფილ “Dream Team”–ელ ფეხბურთელზე და ახლა უკვე მწვრთნელზე, ეუსებიო საქრისტანზეა.
ვიდეომასალა
[media=http://www.youtube.com/watch?v=uOQE_nT62I8]



