ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებში ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ის დიდიე დეშამის თერთმეტეულის შეუცვლელი წევრია, ასევე შესაშური შედეგიანობითაც გამოირჩევა.
L’equipe-სთან ინტერვიუში მან “მამლების” რიგებში თამაშზე ისაუბრა და ეს ყოველივე “ბარსელონას” შეადარა:
“აქ თავს უფრო კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. მართალია, რომ ფლანგზე თამაშისას მეტოქესთან ერთი ერთზე სიტუაციებში სისწრაფით ან დრიბლინგით ფონს გასვლა მიჭირს.”
“საფრანგეთში პატივისცემა უკვე მოვიპოვე. ნაკრებში ყველა შეტევა ჩემი გავლით ვითარდება და ბურთთან მუდმივად კონტაქტში ვარ. ეს ისეთივე თავისუფლებას მანიჭებს, როგორც “ატლეტიკოში” ყოფნისას. “ბარსელონაში” ჩემი კარიერის საწყისი ეტაპი რთული იყო და ზოგჯერ გაზვიადებული კრიტიკაც მხვდებოდა ხოლმე.”
გრიზმანმა ევრო 2020-ის მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრებში თავი მშვენივრად გამოიჩინა. მან უელსისა და ბულგარეთის ნაკრებებს ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაუტანა.



მე მგონი რო ამანაც უნდა გააჯვას, რანაირი თავდამსხმელია კაცი ვერ მოუტყუებია და თან აღიარებს კიდეც:დ ან ფეხებზე ბორკილებს ვინ ადებს ბარსელონაში
საინტერესოდ ყვება, და იმას რა ვუყოთ რო თითო თამაშში მინიმუმ 100% ორ-სამ საგოლეს მაზავს. პირისპირ ხო გაყავთ ბურთით? გაიტანე რა შე ჩემა და ნუ იგონებ ზღაპრებს, შებოჭილობაზე და ზეწოლაზე. სუარესს, ნეიმარს ვინ ბოჭავდა? თქვი პირდაპირ რო ვერა ხარ დონე ფეხბურთელი. ეხლა ბულგარეთთან რო მაკრატელა გააკეთა და ისტორიაში უნდა შესვლა იმ 18 ნომერს თავი რო არ დაეხვედრებინა ხო არავინ იცის სად მიდიოდა ის ბურთი, რასაც ბარსაში მუდმივად აკეთებდა. მოკლედ ცუდ მოცეკვავეს რო კვერცხები უშლიდა ხელს ეგ პონტია რა. თითქოს ნაკრებში სულ ესეთი პროდუქტიული იყო, რამდენი პენალტი აქვს გამაზული დათვალა ვინმემ თუ პენალტი ლატარეაა-ო იტყვის ვინმე.
კუმანს ტაკტიკა ვერ მოუფიქრებია და მაგას მოიფიქრებს?😁
იდეაშ მე მიფიქრია მარა რეალურად არის სუფთა 10 ნომერო.
სადაც ეხლა საფრანგეთში შუაში 2 შემტევს უკან,ნახევარდაცვასა და იმათ შორის სადაც უმეტესი შეტევა და ბურთის ამოტანა უნდა ხდებოდეს ამის გავლით რაც ბარსაში ლეოს აქ ,ამიტო სანამ ლეოა ვერ თამაშობს პროდუწტიულად და არ ვიცი როგორ მოგვარდება ეგ საქმე.
მარა 1-1 ზე რო ბევრს აფუჭებდა და ბევრ თამაშებში რო საეროდ არც ჩანდა არ ცვლის არაფერს!
არადა თამაშის განმავლობაში მესიმ და გრიზმანმა რო ცვალონ პოზიციები ძაან დააბნევენ მეტოქეს
იდეაშ მე მიფიქრია მარა რეალურად არის სუფთა 10 ნომერო.
სადაც ეხლა საფრანგეთში შუაში 2 შემტევს უკან,ნახევარდაცვასა და იმათ შორის სადაც უმეტესი შეტევა და ბურთის ამოტანა უნდა ხდებოდეს ამის გავლით რაც ბარსაში ლეოს აქ ,ამიტო სანამ ლეოა ვერ თამაშობს პროდუწტიულად და არ ვიცი როგორ მოგვარდება ეგ საქმე.
მარა 1-1 ზე რო ბევრს აფუჭებდა და ბევრ თამაშებში რო საეროდ არც ჩანდა არ ცვლის არაფერს!
მართალია მერე😁♥️
შემტევ ნახევარ მცველად რო ათამაშონ ეს ბარსაში არავის უფიქრია ნეტა?