ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 ივნისს მოხდა.

თამაშები

8 ივნისს “ბარსელონას” 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1941 წელი

მადრიდში გამართულ ამხანაგურ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა. სტუმართაგან გოლები ბრავომ, რაიხმა და ესკოლამ გაიტანეს.

1984 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო. “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 336 თამაშში მან 1 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში მასკერანომ 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

1991 წელი

“ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 0-1 წააგო, მაგრამ თამაშის წინ “რეალ მადრიდმა” უკვე გაჩემპიონებულ “ბარსას” ღირსების დერეფანი გაუკეთა.

1992 წელი

ბარსელონამ” ჰოლანდიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში “სმილდე” 20-1 გაანადგურა, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. სტუმართაგან გოლები სალინასმა (6), ბეგირისტაინმა (5), ლაუდრუპმა (2), ალეშანკომ (2), კრისტიანსენმა, კარერასმა, ეკულანდმა, ვიჩგემ და კუმანმა გაიტანეს.

2011 წელი

გაუქმდა “ბარსელონას” ბეისბოლის გუნდი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    08 ივნ 2021, 15:55

    2011 წელი
    გაუქმდა "ბარსელონას" ბეისბოლის გუნდი.
    ეს კი ვერ არის კარგი ამბავი. მითუმეტეს ჩვენთვის ქართველებისთვის.

  • El pistolero 9
    08 ივნ 2021, 13:32

    ვულოცავ მასკეს. ნეტა კი გვყავდეს ახლა ბარეორს ძირითადს მოანატრებდა

  • Diana
    08 ივნ 2021, 13:22

    არც ამხანაგობა იციან და არც დანდობა 😂😂😂

  • nikusha
    08 ივნ 2021, 13:00

    20-1 მომეწონა ძაან

    მასკეს ვულოცავ დაბ დღეა! ლეგენდა კაცია და გულით, სულით კულეა!!!