workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “მე არ ვუჩივლებ “ბარსას” ფიფაში”

ვენგერი: “მე არ ვუჩივლებ “ბარსას” ფიფაში”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის არ უჩივლებს “ბარსას” ფიფაში ჩავის იმ განცხადებების გამო, სადაც ეს უკანასკნელი საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ იტანჯება სესკი “არსენალში”.

 

ხუთშაბათს, ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვენგერმა განაცხადა, რომ ჩავი უპატივცემულოდ ეპყრობა ლონდონურ კლუბს.

 

ვენგრმა აღნიშნა: “მე არ ვფიქრობ, რომ ეს ფრაზა იყო საკმარისად შეურაცხმყოფელი იმისთვის, რომ მე მას ვუჩივლი ფიფაში. ის უბრალოდ უპატივცემულო იყო კლუბის და სესკის მიმართ”.

 

მან განაცხადა: “ეს უნდა შეწყდეს. თუ ორ კლუბს შორის მიდის მოლაპარაკებები უმჯობესი იქნება, რომ ამაზე სხვა ფეხბურთლებმა არ ილაპარაკონ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.”

 

დასასრულს ვენგერმა განაცხადა: “ჩავის ეს ისტორია არ ეხება და არ მესმის ამას რატომ აკეთებს. თუ ის “ბარსელონაში” ოფიციალური საქმიანობით არ არის დაკავებული, მე ვერ ვხედავ სხვა მიზეზს მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად.” 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward