ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი: “ნეიმარი და ალექსისი ძალიან მაგრები არიან”

ლეო მესი: “ნეიმარი და ალექსისი ძალიან მაგრები არიან”

 

კატალონიის “ბარსელონასა” და  არგენტინის ეროვნული ნაკრების  ლიდერმა, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ  საქებარი სიტყვები არ დაიშურა ნეიმარისა და ალექსის სანჩესის მიმართ.

მოგეხსენებათ, რომ სამივე ფეხბურთელი ამჟამად  “კოპა ამერიკაზე” გამოდის თავიანთი ნაკრებების სახელით. არ არის გამორიცხული მომავალში ეს ტრიო ერთად ვიხილოთ.

ლეო თვლის, რომ ორივე  მზად არის  ითამაშოს ესპანეთში.

“ნეიმარი ძალიან კარგი და ძლიერი მოთამაშეა. მან  “კოპა ლიბერტადორესის” გათამაშებაში დაამტკიცა, რომ მზად არის ესპანეთში სათამაშოდ. მე ვერ გეტყვით სად გადავა ის, კატალონიის “ბარსელონაში”, თუ მადრიდის “რეალში”. ეს არ არის ჩემი საქმე. იმავე შემიძლია ვთქვა ალექსისის შესახებ. სანჩესი მაღალი კლასის ფეხბურთელია. ჩილელი “ბარსასთვის” ბრწყინვალე შენაძენი იქნება”.

                                    შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეოს  ნეიმარსა და ალექსისზე

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=s3inxqfw5iw] 

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=NRNaqXK7a7s]

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=CzPUQ-ext6o]

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=qXqOfHlAcSk]

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=M5XfmnJT1O4]

          შეგახსენებთ, რომ “ბარსა” და “სანტოსი” ერთმანეთს მუნდიალზე დაუპირისპირდებიან

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=Bsqj6_TzeCM]

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში