ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 ივნისს მოხდა.

თამაშები

6 ივნისს “ბარსელონას” 6-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1943 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-0 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ვალიემ, ესკოლამ და სოსპედრამ გაიტანეს.

1954 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” სტუმრად 0-1 დამარცხდა.

1970 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ალბერტ ფერერი. 1990-1998 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 306 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ფერერმა კატალონიურ კლუბში 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი, ერთი ჩემპიონთა ლიგა და ერთი თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1970 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” 1-1 ითამაშეს. “ბარსელონას” კარში ასეთი სასაცილო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. დაუკვირდით, რამდენად შორს არის წესების დარღვევა საჯარიმოდან, თუ საერთოდ არის.

თამაში 85-ე წუთზე შეწყდა, რადგან მსაჯობით უკმაყოფილო გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ.

ეს “ბარსელონასთვის” ესპანეთის თასზე ჩატარებული მე-300 თამაში იყო.

1972 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ლუის სემბრანოსი. 1994/95 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 7 თამაში ჩაატარა.

2015 წელი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსის” 3-1 დამარცხებით “ბარსელონა” ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც დუბლი მეორედ შეასრულა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    06 ივნ 2021, 16:12

    ციტატა: BEQA BARCA
    მაგ უჩლს მერე დაიწყო გუნდში უკუსვლები. ნეტა როდის დაბრუნდება ეგ დრო.


    ლივერპულთან რა საზიზღრად წააგეს, კიდევ არ მესმის დღესაც, ძირითადის ნახევარი არ ყავდა კლოპს. დემბელე და ალბა მაგის შემდეგ შემზიზღდნენ. არადა ფინალში რა უსუსური ტოტენჰემი იყო გასული.

  • BEQA BARCA
    06 ივნ 2021, 13:15

    მაგ უჩლს მერე დაიწყო გუნდში უკუსვლები. ნეტა როდის დაბრუნდება ეგ დრო.

  • me da barca
    06 ივნ 2021, 12:20

    რა უნდა თქვა, მარაზმი, რომელიც დღემდე გრძელდება.