მოახლოებულ კოპა ამერიკაზე ლიონელ მესის პირველი სანაკრებო ტიტულის მოპოვება სურს. ამას გარდა, არგენტინელს კიდევ ერთი მოტივაცია აქვს, მას სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მაისურით გატანილი გოლების რეკორდის მოხსნა შეუძლია.
ეს რეკორდი ჯერჯერობით პელეს ეკუთვნის. ბრაზილიელ ლეგენდას “სელესაოს” მაისურით 77 გოლი აქვს გატანილი. ლეო კი მას 5 ბურთით ჩამორჩება. ამ რეიტინგში “ბარსას” კიდევ ორ ყოფილ ფეხბურთელს შევხვდებით. ნეიმარის ანგარიშზე 64 გოლია, სუარესისაზე – ერთით ნაკლები.
სამხრეთ ამერიკელ გოლეადორთა ტოპ 10 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. პელე (ბრაზილია) – 77
2. ლეო მესი (არგენტინა) – 72
3. ნეიმარი (ბრაზილია) – 64
4. ლუის სუარესი (ურუგვაი) – 63
5. რონალდო (ბრაზილია) – 62
6. რომარიო (ბრაზილია) – 55
7. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა) – 54
8. ედინსონ კავანი (ურუგვაი) – 51
9. ზიკო (ბრაზილია) – 48
10. ალექსის სანჩესი (ჩილე) – 46
აი აქ კი ნეიმარს აქვს უპირატესობა. წუხელ პენალტი მეკარეს მიაწოდა ხელებში და თავიდან დაარტყმევინეს. მეკარემ ნაბიჟი გადმოდგაო, ამ დროს ნეიმარმა დარტყმის მომენტში პაუზა გააკეთა და მეკარე იძულებული გახდა გადამხტარიყო. მოკლედ ყველანაირად ეხმარებიან თან მესისთან შედარებით ახალგაზრდაა და ბრაზილიაც უფრო გამტანი გუნდია.
იმედია წელს მოიგებენ კოპას.
კოლუმბიასთან მიდუბლოს და კოპაზეც შეყრის გოლებს წელსვე ტყუპით ჩაახტება პელეს რეკორდში
გამოდის ეს რეკორდიც მოხსა წელსვეე😍😍
მოხსნის დროის ამბავია. წელსვე მოასწრებს ალბათ კოპა ამერიკა და მსოფლიოს შესარჩევი უწევს.