workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამდენს დაზოგავს ბარსა, თუ “წამსვლელები” გუნდს დატოვებენ?

რამდენს დაზოგავს ბარსა, თუ “წამსვლელები” გუნდს დატოვებენ?

წინა სეზონიში შემცირებული სახელფასო ფონდის შემდეგ კატალონიელთა ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 276,675,776 ევროს შეადგენს.

დაანონსებული ინვესტიციებისა და ახალი სესხის მიუხედავად, კლუბს ფინანსურად შემსუბუქება მაინც სჭირდება. როგორც აქამდე დაიწერა, თუ ლიონელ მესი “ბლაუგრანაში” დარჩენას გადაწყვეტს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი ყოველწლიური ანაზღაურება ახლანდელზე ნაკლები იქნება.

სხვა მხრივ, “ბარსელონას” ეკონომიკურად გაძლიერება იმ ფეხბურთელების გაშვების ხარჯზე შეეძლება, რომელთა სატრანსფერო ჭორებსა და გუნდის დატოვებაზეც ხშირად საუბრობენ.

“წამსვლელთა” სიაში 8 კატალონიელს მოიაზრებენ: ფილიპე კოუტინიო, მარტინ ბრეითუეიტი, ნეტუ, სამუელ უმტიტი, მატეუს ფერნანდესი, მირალემ პიანიჩი, ჟუნიორ ფირპო და სერჟი რობერტო. თითოეულ მათგანს ახალი გუნდების საძიებლად განსხვავებული მიზეზები აქვს. “ბარსაში” განხორციელებული და დაანონსებული ტრანსფერების ფონზე მათი ისედაც შემცირებული სათამაშო დრო, შესაძლოა, მიზერული გახდეს.

სახელფასო ფონდისთვის ამ მოთამაშეთა გასხვისება დიდი შვება იქნება. მათი სრული შემოსავალი რიცხვებში შემდეგნაირია:

  • ფილიპე კოუტინიო – 24,489,920 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2023 წლამდე = 48,979,840 მლნ ევრო
  • მირალემ პიანიჩი – 16,346,720 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2024 წლამდე = 49,040,160 მლნ ევრო
  • სამუელ უმტიტი – 12,787,840 მილიონი ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2023 წლამდე = 25,575,680 მილიონი ევრო
  • სერჟი რობერტო – 10,616,320 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2022 წლამდე = 10 616,320 მლნ ევრო
  • მარტინ ბრეითუეიტი – 6,333,600 მილიონი ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2024 წლამდე = 19 000 800 მილიონი ევრო
  • ნეტუ – 6,333,600 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2023 წლამდე = 12,667,200 მლნ ევრო
  • მატეუს ფერნანდესი – 603,200 ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2025 წლამდე = 2,412,800 მლნ ევრო
  • ჟუნიორ ფირპო – 6,333,600 მილიონი ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2024 წლამდე = 19 000 800 მილიონი ევრო

მაშასადამე, “ბარსელონას” აქვს საშუალება, იმ ფეხბურთელების წასვლით, რომელთაც ტრავმიანობისა და რონალდ კუმანის თვალში ნაკლები ნდობის გამო 2020/21 წლების სეზონში თამაში ხშირად არ მოუწიათ, სახელფასო ფონდიდან 187,293,600 ევრო  გამოითავისუფლოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 17:05

    როგორ ვიცი რობერტოს პეპი ეძახის სიტიში.

  • Don_Andresito
    schedule 05 ივნ 2021, 15:55

    ციტატა: El pistolero 9
    პიანიჩს 16 მილიონი აქვს ხელფასი!!! ბაიერნის ლიდერებს არ აქვთ 10 მილიონზე მეტი არცერთს და ესენი ფირპო-ბრაიტვაიტს 6-6 ს უხდიან


    კიმიხს ქონდა 7, არნოლდს 4, რობერტოს 10

  • El pistolero 9
    schedule 05 ივნ 2021, 11:48

    პიანიჩს 16 მილიონი აქვს ხელფასი!!! ბაიერნის ლიდერებს არ აქვთ 10 მილიონზე მეტი არცერთს და ესენი ფირპო-ბრაიტვაიტს 6-6 ს უხდიან

  • KING_BARCA
    schedule 05 ივნ 2021, 06:41

    ლენგლე დაამატეთ…..

  • Diana
    schedule 05 ივნ 2021, 05:16

    ტიპები ისე ფლანგავენ ფულებს ვითომ ქონდეთ

  • me da barca
    schedule 05 ივნ 2021, 02:01

    არ მჯერა, კოუს და პიანიჩს ამხელა ხელფასი აქვთ?
    ბართო დახვრიტეთ მე მაგის ჯიში მოვიკითხე. რატომ ტვინი არ დაასხი მაგ ასვალტზე შენი…
    შოკში ვარ.

  • Bakero
    schedule 05 ივნ 2021, 01:53

    ბართომეუ ორივე ლავიწი რატომ არ მოგტყდა ! შე ვირთხა შენი მკვდარი და ცოცხალი რომ rage ……. ვალები ! ამხელა ბალასტი გუნდში ! მანდ კიდევ ყველა არ წერია ვინც გასაშვებია რეალურად მაგრამ უბედურება ის არის სკამზეც ხომ უნდა გყავდეს ხალხი ! მთავარ მწვრთნელად კიდევ ეს ხისთავა იდიოტი ! ლაპორტა მართლა ჯადოქარი კი არ არის თუ ვერ მოიცილა ზედმეტი ბალასტი გუნდიდან ვერავის მოიყვანს და ვრჩებით ისევ იმ ხალხის ხარჯზე ვინც მოვიდნენ (აგუერო , გარსია , ემერსონი) და კიდევ მოვლენ (ვეინალდუმი ,დეპაი) ხალხი ხალხად მაგრამ მთავარი პრობლემა მე ისევ კუმანი მგონია (სუბიექტური ვარ)

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2021, 01:20

    ნეტუ უმტიტი ლენგლე რობერტო ფირპო პიანიჩი მატეუში კოუტინიო ბრაიტვაიტი ტრინკაო დემბელე

    აი ესენი გავყიდოთ და კუნდე და აუარი თავიაუფლად მოგვივა ერთი მარცხენა მცველი გაია ან ანხელინიო გრიმალდოც მოჟნა

  • barcelona87
    schedule 05 ივნ 2021, 00:16

    ციტატა: ROUCH
    ისე სად შეილება ამ ჩემალალების ხელფასების ნახვა მაინტერესებს დანარჩენებს ვის რამდენი აქ. როგორც ვიცი პიკეს სხვებთან შედარებით ნაკლები აქ ხოდა მაინტერესებს მართალია თუ არა


    Piques 165.0000€ aqvs

  • ROUCH
    schedule 05 ივნ 2021, 00:01

    ისე სად შეილება ამ ჩემალალების ხელფასების ნახვა მაინტერესებს დანარჩენებს ვის რამდენი აქ. როგორც ვიცი პიკეს სხვებთან შედარებით ნაკლები აქ ხოდა მაინტერესებს მართალია თუ არა

  • Albicelecte
    schedule 04 ივნ 2021, 23:52

    ანუ პიკე, დებილზე დებილი ლენგლე და დემბელე დავივიწყეთ?! ან მარადმწვანე ტრინკაო
    თუკი ესენიც დატოვებენ გუნდს, მაშინ რამდენი გათავისუფლდება?!
    და კიდევ, მათი ტრანსფერებიდან ამოღებული თანხა?!
    ამასწინ დავთვალე და სადღაც 145-165 ფარგლებში მერყეობდა ამათი ტრანსფერებიდან მოსალოდნელი შემოსავალი
    ამას დამატებული ლენგლეს, დემბელეს და ტრინკაოს დაზოგილი ხელფასები?!
    ლენგლე – 7.26 ლიმონი
    დემბელე -11.64 ლიმონი
    ტრინკაო – 22.35
    41.25 ლიმონი ამ სამ მკვდარში
    პიკე არ მიმითვლია, ერთი 12 მაგისიც…
    ნუ სადღაც 390-430 ამოღება შეიძლება ასეთი მენეჯმენტით, საიდანაც ახალწვეულების სახელფასო ფონდშიც წავა რაღაც ნაწილი (მაქს. 100 ლიმონი ალბათ) და გუნდიც გაძლიერდება

  • Moriba
    schedule 04 ივნ 2021, 23:33

    🚨 პსჟ ჯინი ვაინალდუმის ბარსელონაში ტრანსფერის ჩაშლას ცდილობს – პარიზელები ნიდერლანდელი ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტზე არიან 👀🔥

    #POSTVტრანსფერები
    ესენი ყველგან როგორ ეკვეხებიან მძღნერზე გამაძღარი ბუზივით

  • Clever liar
    schedule 04 ივნ 2021, 23:24

    კოუტინიო უნდა დახერხო და ისე გადაყარო, ჯერ თუ მოეთესლებოდა რაღას ახანგრძლივებდა ლივერთან კონტრაკს, 170 მილიონი რო დაგვიჯინა თავის ქვეშაჯმია ხეიბარი თავი 55ის ნაცვლად და მერე მეორე 24 დოლარის საქმე არ აქვს გაკეთებული.. ვინც მაგას ხელფასი მილიონებში დაუნიშნა, მიყვა მეორე ლავიწიც

  • La Pulga10
    schedule 04 ივნ 2021, 23:16

    კაი ესენი წავლენ,ლენგლესი მესმის მარცხენა ცენტრში გარღვევა გვაქ,აი დემბელენრა ჭირად უნდათ ეგ ჭკუათხელი.გაყიდე რა ან ბარტერში ჩართე ამოვიდა მაგის კვერცხობები ყელში.დეპაი და ფატი თუ ათამაშდნენ ხო გაუბრტყელდება ტრაკი სკამზე ჯდომისგან.

  • BEQA BARCA
    schedule 04 ივნ 2021, 23:16

    ციტატა: ROUCH
    კაი უმტიტი მესმის თავის დროზე მხეცი იყო და მოუმატეს მარა ბრეიტას 6 ეგრევე რა ამბავია ან კოუტინიოს ჯერ დაამტკიცოს და მერე მიე თუ დაიმსახურა მაგარი ბანძი პოლიტიკა ქონდა გუნდს ამ მხრივ ფერნანდეს კიდე არაუშავრა რა მაგის ბრალია სი*მა თუ საერთოდ არ ათამაშა თორე მაგ თანხისას კი იზავდა რამეს


    ბრეიტა ბარსას ,,ცხრიანია" და კალები არც ეკადრება…😁😁

  • ROUCH
    schedule 04 ივნ 2021, 23:12

    კაი უმტიტი მესმის თავის დროზე მხეცი იყო და მოუმატეს მარა ბრეიტას 6 ეგრევე რა ამბავია ან კოუტინიოს ჯერ დაამტკიცოს და მერე მიე თუ დაიმსახურა მაგარი ბანძი პოლიტიკა ქონდა გუნდს ამ მხრივ ფერნანდეს კიდე არაუშავრა რა მაგის ბრალია სი*მა თუ საერთოდ არ ათამაშა თორე მაგ თანხისას კი იზავდა რამეს

  • Iniesta_8
    schedule 04 ივნ 2021, 23:03

    კოუტინიო 24 მილიონი, უმტიტი 12, რობერტო 10 და ჯამში ერთი კაცის საქმესაც ვერ აკეთებენ. აუცილებლად გასაშვებია ნახევარი მაინც. ცოტა ფულსაც აიღებენ და სახელფასო ფონდიც გათავისუფლდება. რა ამბავია ამხელა ხელფასები.