workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონფლიქტი მოგვარდა – მესი და გარი მედელი შერიგდნენ

კონფლიქტი მოგვარდა – მესი და გარი მედელი შერიგდნენ

არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიონელ მესიმ გარი მედელს მაისური გადასცა. ფეხბურთელებმა ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. 

როგორც ჩანს, 2019 წლის კოპა ამერიკაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ “ბარსელონასა” და “ალბისელესტეს” კაპიტანსა და ჩილელ მცველს შორის კონფლიქტი მოგვარებულია. 

როგორც გახსოვთ, ტურნირის მესამე ადგილისთვის მატჩში ფიზიკური შეკამათებისთვის ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. მესის კარიერაში ეს სულ მეორე წითელი ბარათი იყო. 

არგენტინა-ჩილეს გუშინდელი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი ლეო მესიმ გაიტანა, სტუმარი გუნდიდან კი მას ალექსის სანჩესმა უპასუხა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 17:15
    #7

    თამაშის შემდეგ, ბრავო როგორ მოეფერა ლეოს პატარა ბავშვივით, პენალტი კი გამიტანეო, მაგრამ ერთი ორი მომენტი მაგარი გამოაძრო ამანაც.

  • BEQA BARCA
    schedule 04 ივნ 2021, 23:08
    #6

    აბა მაშინ რა ნერვებმა გიმტყუნა ტყუილად რომ გადი შენც და მესიც მიაყოლეს…..

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივნ 2021, 22:15
    #5

    მაინც მედელის დედა მივაცენზურე მეზიზღება

  • Moriba
    schedule 04 ივნ 2021, 21:59
    #4

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Moriba
    დიდი შანსიაო საულმა ატლე რო დატოვოსო და ესე თუ მოხდა ევროპის ჩენპიონატის დასრულების შემდეგ უნდა გაყიდოს ფეხბურთელები და უეჭველი უნდა დაითრიოს საულიი


    ბაიერნი იხდის 80 მილიონს… ეჰ არადა დე იონგი, საული, პედრი რა ნახევარდაცვაა 🙁


    აბააა მარა 80 მილიონის საულში გადახდას ჯობია მცველი დავიმატოტ კაი მე გუშინ მომეწონა რომერო ძაან კაი მცველია ატალანტაში როა

  • Albicelecte
    schedule 04 ივნ 2021, 20:35
    #3

    ისე, რასაც ქვია ცხოველივით მოიქცა მაშინ მედელი,
    ლეოც გაამწარა, თორემ ეგ მისი ჩვეულებრივი ქცევა იყო, ნადირია ტყიდან გამოვარდნილი

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2021, 20:22
    #2

    ციტატა: Moriba
    დიდი შანსიაო საულმა ატლე რო დატოვოსო და ესე თუ მოხდა ევროპის ჩენპიონატის დასრულების შემდეგ უნდა გაყიდოს ფეხბურთელები და უეჭველი უნდა დაითრიოს საულიი


    ბაიერნი იხდის 80 მილიონს… ეჰ არადა დე იონგი, საული, პედრი რა ნახევარდაცვაა 🙁

  • Moriba
    schedule 04 ივნ 2021, 20:00
    #1

    დიდი შანსიაო საულმა ატლე რო დატოვოსო და ესე თუ მოხდა ევროპის ჩენპიონატის დასრულების შემდეგ უნდა გაყიდოს ფეხბურთელები და უეჭველი უნდა დაითრიოს საულიი