ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონამ ითამაშა “ბარსაში” და “ნაპოლში”

მარადონამ ითამაშა “ბარსაში” და “ნაპოლში”

1982 წლის ზაფხულში “ბარსას” ფანები აღტაცებულები იყვნენ დიეგო მარადონას კლუბში მოსვლით. ფანები მისგან მოელოდნენ კლუბის აღორძინებას. სამწუხაროდ არგენტინელს ეს არ გამოუვიდა.

 

“ბარსაში” გატარებული დრო:

“ბარსას” მაისურით მარადონამ აჩვენა, რომ ის გენიაა, მაგრამ თავისი კლასის დემონსტრირებას ახერხებდა მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, მაგალითად გავიხსენოთ მისი გოლი “თასების მფლობელთა თასზე” 1982–83 წლებში ან გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლიგის თასზე”. ამ გოლმა გამოიწვია აპლოდისმენტები თვით “რეალის” ფანებისაც კი.

 

პირველი უბედურება გახდა ჰეპატიტი, რის გამოც მარადონამ გამოტოვა რამდენიმე თვე. მის დაბრუნებას დაემთხვა უდო ლატეკის გუნდიდან წასვლა და სეზარ ლუის მენოტის მოსვლა, რომელმაც გადაარჩინა სეზონი და გაიმარჯვა ორჯერ მუდმივ მტერ “რეალზე” “ესპანეთის თასის” და “ლიგის თასის” ფინალში.

 

მეორე სეზონში 1883–84 წლებში, მარადონას კოჭი მოტეხა “ატლეტიკოს” მოთამაშე ანდონი გოიკოეტჩემ. არგენტინელმა ფორმა აღიდგინა მხოლოდ პრიმერას დასასრულს, როდესაც “ბარსას” აღარ შეეძლო ებრძოლა ტიტულისთვის. ამის გარდა “ბარსამ” წააგო “ესპანეთის თასის” ფინალი “ატლეტიკოსთან”. ამ თამაშზე ორივე გუნდის ფანებშიშეიმჩნეოდა არეულობა.

 

კერპი “ნაპოლში” და სამწუხარო დასასრული:

 

იმ მომენტში მარადონამ გადაწყვიტა, რომ მისი კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გადავიდოდა იტალიურ “ნაპოლში”. არგენტინელმა იტალიურ კლუბში თავისი საუკეთესო საფეხბურთო წლები გაატარა.”ნაპოლთან” ერთად მან ორჯერ მოიგო SERIA A, გაიმარჯვა “იტალიის თასში” და ასევე მოიგო უეფას თასიც. გენიასთან ერთად “ნაპოლიმ” დაამარცხა ისეთი აღიარებული გრანდები როგორებიცაა  “ინტერი, “მილანი”, “იუვენტუსი”. ამის გარდა მარადონამ მოიგო მუნდიალი მექსიკაში (1986 წ.). 1991 წელს მის კარიერაში გაჩნდა შავი ლაქა ნარკოტიკების სახით. ის დისკვალიფიცირებული იქნა 15 თვის ვადით. ამ ვადის შემდეგ ის აღარ დაბრუნდა “ნაპოლში” და 1992 წელს გაყიდეს “სევილიაში”.


 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში