“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, კევინ დე ბრუინმა, “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი შეაქო და მის ინგლისურ კლუბში შეუმდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
“თუ მესის დამატება შეგიძლია, ამას ყოველთვის გააკეთებ. ამას სათამაშო პერსპექტივიდან და განსაკუთრებით, კლუბიდან გამომდინარე ვამბობ.
მესის შეძენა ბიზნესის, სპონსორების მოზიდივისა და ფულის გამომუშავების თვალსაზრისით ძალიან კარგი იქნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დიდ ფულს გადაუხდიდით, ყველა ხარჯს, გარკვეულწილად, ამოიღებდით. ასე რომ, მისი შეძენის გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდებოდი.
მესი რომ ჩვენს გუნდში გადმოსულიყო, დაგვეხმარებოდა, რადგან ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”, – ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს Daily Mail.
გავრცელებული ცნობებით, ლეო მესი ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” დატოვებას და “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგებას აპირებდა, თუმცა არგენტინელმა, საბოლოოდ, კატალონიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.




დარჩენა კი არ გადაწყვიტა, არ გაუშვეს.