ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აი როგორია ის – უანგარო მეგობრობა

აი როგორია ის – უანგარო მეგობრობა

კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა:

– უკაცრავად სენიორ, ვიღაც მამაკაცს თქვენთან საუბარი სურს.

– ვინ არის ასეთი?

– ხოსეპ გვარდიოლა.

– შემოვიდეს!

 

იმ დღეს, 1996 წლსი 1 სექტემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ბარსელონამ, ბობი რობსონის ხელმძღვანელობის ქვეშ, დაამარცხა “ოვედო” ანგარიშით 4:2. ცნობილ ინგლისელი მადლობელი უნდა ყოფილიყო იმ წარმატების, რომელიც მის გუნდს თან სდევდა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ “ოვედომ” ითამაშა უკეთესად. ისინი ფრთხილობდნენ თავიანთ კარებთან, შეტევებსაც ნაკლებად ანხორციელებდნენ, მაგრამ მათი ფეხბურთი იყო ტეხნიკური, საინტერესო და სწრაფი.

 

                                            “ბარსელონა”–”ოვედო” 4–2 

                                                                      

 

 

ამ გუნდის მწვრთნელი იყო 30 წლის ხუანმა ლილო, ყველაზე ახალი მწვრთნელი პრიმერაში იმ დროისთვის.ის არასდროს არ ყოფილა პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ ბუნებით ფილოსოფოსი იყო. 4–2–3–1 ტაქტიკის გამომგონებელმა თანმიმდევრულად გადაიყვანა “სალამანკა” სეგუნდა ბ–დან სეგუნდაში, ხოლო შემდეგ პრიმერაში.

 

მიუხედავად ამისა, ლილო იმ დროისთვის ცნობილი არ იყო საზოგადოებისთვის. ის დაინიშნა “ოვედოს” მწვრთნელად. ცოტა ხნის შემდეგ ჩემპიონატის დასრულებამდე მისი გუნდი აღმოჩნდა გავარდნის ზღვარზე და ამიტომ, უიღბლო მწვრთნელი გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ხოსეპ გვარდიოლა კარებთან იდგა და მასთან საუბარი სურდა. გამოჩენილი გუნდის ძირითადი მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ 4–ჯერ, მისი საყვარელი ფეხბურთელის. ის თვლიდა მას ყველა დროის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად.

 

“წარმოიდგინეთ რა დამემართა” – ამბობდა შემდგომში ლილო. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ “ოვედო” თამაშობდა ბრწყინვალედ. ასევე მან უთხრა ლილოს, რომ ყოველთვის აინტერესებდა თავისი თავი წარმოედგინა მწვრთნელის პოზიციაზე. “შეიძლება შემდგომში დაგირეკოთ?”–ჰკითხა პეპმა–“მე მინდა ვისაუბრო თქვნთან ფეხბურთის რამდენიმე ასპექტზე ყოველგვარი აჩქარების და სუეტის გარეშე”. ლილო საუკეთესოდ ახასითებს გვარდიოლას–“ის არასდროს არ ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე, მისეული ხედვა საფეხბურთო სამყაროსი ფართო და მოცულობითია”.

 

მათ შორის სატელეფონო საუბარი მოგვიანებით შედგა. პეპი და ლილო დამეგობრდნენ. “ჩვენ საერთო კონცეფცია გვაქვს” – ამბობს ლილო.“უპირატესობა მიიღწევა ფეხბურთელის პოზიციაზე სწორად შერჩევის ხარჯზე”. იმის შესახებ უკვე ბევრი ითქვა, თუ როგორი გავლენა მოახდინა გვარდიოლაზე იოჰან კრუიფის და მისი ასისტენტის, კარლოს რეკსაჩის იდეებმა და მეთოდებმა.  მათი თქმით–“რბოლა–ეს მშიშარა ხალხისთვისაა”. ის ასოცირდება “ბარსას” თამაშთან და ეს გასაგებია–საერთო იდეები ჰაერში დაფრინავენ. “არ არსებობს ისეთი რამ, როგორიც თავდაცვა და შეტევაა. მათი ცალ-ცალკე განხილვა არ შეიძლება”. ამის შესახებ მათ შეუძლიათ ილაპარაკონ ხოსეპთან საათობით, შუაღამემდეც კი.

 

ლილოს სათამაშო პარადიგმა-ბურთის ფლობა და პოზიციების ცოდნა. გვარდიოლაც სწორედ ამ პრინციპით ქადაგებს. ლილოს უპირატესობას ანიჭებს გარისკვას. ის თვლის:” ყველაზე სარისკო რამ არის, რომ საერთოდ არ გარისკო”. “ბარსელონა” იყენებს ტოტალურ პრესინგს, რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ მალე დაიბრუნოს ის სანამ ღრმად შევა დაცვით პოზიციებში და ეს უკვე გახდა პეპის გუნდის სავიზიტო ბარათი. ამ ტაქტიკას თავიდან იცავდა ლილო.

 

ამ იდეებმა დიდი ყურადღება მიიპყრო ადამიანის, რომელსაც ლილო შესანიშნავად ახასითებს. ლილო–ოსტატი, გვარდიოლა–მისი მოსწავლე. “მე ვისწავლე ცოტაოდენი რამ ყველა ჩემი მწვრთნელისგან”-ამბობს პეპი,“მაგრამ ყველაზე მეტად რობსონისგან, კრუიფისგან და ხუანმა ლილოსგან”. გასათვალისწინებელია ის, რომ ლილო არასდროს ყოფილა ლურჯ-ბროწეულისფერების მწვრთნელი.

 

2003 წელს ლუის ბარატი იბრძოდა იმისთვის, რომ გამხდარიყო “ბარსას” პრეზიდენტი და მასთან ერთად სპორტული დირექტორი უნდა გამხდარიყო გვარდიოლა. გვარდიოლა გეგმავდა კარიერის დასრულებას, რომ დაეკავებინა ეს პოსტი. გამოიცანით ვის დანიშვნას აპირებდა პეპი მთავარ მწვრთნელად? მართალია,ლილოს. მაგრამ ბასატმა არჩევნები წააგო და მოვლენები სხვა მხრით წარიმართა. 2005 წლის სექტემბერში გვარდიოლა წავიდა მექსიკურ “დორადოსში”  სადაც მთავარ მწვრთნელად ლილო იჯდა . მაშინ ეს ნაბიჯი საკმაოდ უცნაურად ჩანდა ფეხბურთელისთვისაც კი, მისი კარიერა ხომ უკვე ქვეითდებოდა. მაგრამ გვარდიოლას სურდა ემუშავა “თავისი მაესტროს” ქვეშ. “მან მასწავლა მე ფეხბურთის გაგება. მე მისგან ძალიან დავალებული ვარ”.–თქვა პეპმა.

 

ლილო:“ჩემს შიგნით ცხოვრობს პეპის ნახევარი, ხოლო პეპის შიგნით-ჩემი”. როდესაც გვარდიოლა “ბარსას” ხელმძღვანელი გახდა ბევრი ამბობდა, რომ მას საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა ასეთი სამუშაოსთვის. “მტკნარი სისულელეა” – ამბობდა ლილო. “გვარდიოლა ფაქტობრივად მაშინაც მწვრთნელი იყო, როდესაც მოედანზე გადიოდა სათამაშოდ. მას ცხოვრების  და გადაწყვეტილების მიღების დიდი გამოცდილება აქვს”.

 

“მე მისით უსაზღვროდ მადლიერი ვარ” – ამბობს გვარდიოლა. როდესაც “ალმერია” დაუპირისპირდა “ბარსას” ლილოს ხელმძღვანელობით და წააგო 8-0, ლილო მოხსნეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. თამაშის შემდეგ ორივე მწვრთნელი ერთმანეთს დიდი სიყვარული გადეხვია და მათ შორის ასეთი დიალოგი წარიმართა. “შეხედე რა გააკეთე”–”არა, ეს შენ გააკეთე”.   

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში