Onda Cero-ს ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის ინფორმაციით, დღეს “ბარსელონა” დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
წყაროს ცნობით, პრესკონფერენციას, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, კატალონიური კლუბის პრესმდივანი ელენა ფორტი გაუძღვება.
იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსა” სპორტული ორგანიზაციის ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
გავრცელებული ცნობებით, დღეს ჟორდი კრუიფი კატალონიური კლუბის ახალი ტექნიკური მდივანი გახდება.
ლაპორტას გუნდში ქართველ ქალზე რომ დაიწერა ესაა ფოტოზე რომაა?