Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდ კუმანის “ბარსელონაში” დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია.
MD-ს ცნობით, დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომლის დროსაც, შესაძლოა, კუმანის დარჩენა დაადასტურონ. კატალონიურმა კლუბმა ნიდერლანდელ სპეციალისტთან კონტრაქტი, შესაძლოა, 2023 წლამდე გაახანგრძლივოს, თუ მომდევნო სეზონში გარკვეული პირობები შესრულდება. მწვრთნელი განახლებულ ხელფასს დასთანხმდა.
იმავე წყაროს ცნობით, დღეს ჟოან ლაპორტა და რონალდ კუმანი, შესაძლოა, ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ იქამდე, სანამ ნიდერლანდელის დარჩენა ოფიციალურად დადასტურდება.
მწვრთნელი განახლებულ ხელფასს დასთანხმდა.
ეს რას ნიშნავს, უზრდიან ხელფასს? ეკუთვნის ძმაო ტრებლი დადო ლამის.
ეხლაც თუ ვერაფერი ვერ ქნა და მივაცენზურე არმის ტრენერობა
ჯობდა ამის დატოვება იმის ფონზე რომ ამაზე უარესი არ მოეყვანათ.
შანსი არაა კუმანს 2023 მდე არ დატოვებს.ეჭვი მაქ მალევე ჩაისვრის და გაუშვებს.