მომავალი სეზონისათვის “ბარსელონამ” გაძლიერება აქტიურად დაიწყო. კლუბმა უკვე 3 ტრანსფერი გააოფიციალურა, თუმცა სხვადასხვა პოზიციაზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლა კატალონიელებისათვის უკეთესი იქნებოდა. ეს პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ მარათონულ სეზონში “ბარსას” გრძელი სათადარიგოთა სკამი დასჭირდება.
ერიკ გარსიას, ემერსონისა და აგუეროს მოსვლით სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ პრობლემები საბოლოოდ არ მოგვარებულა.
მეორე მარცხენა მცველი
ჟორდი ალბას მშვენიერი სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით 2021 წელი. ის ამ პოზიციაზე კვლავაც ხელშეუხებელი იქნება, თუმცა მისი სათანადო შემცვლელი “ბარსას” ჯერ ისევ არ ჰყავს. ჟუნიორ ფირპო ზაფხულში, დიდი ალბათობით, წავა, შესაბამისად ჟორდი ალბა ამ პოზიციაზე ერთადერთ ვარიანტად რჩება.
ცოტა ხნის წინ “ვალენსიადან” ხოსე გაიას შესაძლო ტრანსფერზეც გავრცელდა ინფორმაცია, მისი დამატება “ბლაუგრანას” 15-20 მილიონი ევრო დაუჯდება. რონალდ კუმანს ასევე ჰქონდა იმედი, რომ “ბარსა ბ-დან” ალეხანდრო ბალდეს დაწინაურებას შეძლებდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი გარსია პიმიენტას სასტარტო თერთმეტეულშიც ვერ ინარჩუნებს ადგილს.
მეორე ჩამშლელი ნახევარმცველი
მირალემ პიანიჩის იტალიაში დაბრუნების შესახებ სულ უფრო მეტი იწერება. ბოსნიელი ნახევარმცველი, შესაძლოა, “იუვენტუსში” დაბრუნდეს ან “ნერაძურის” შეუერთდეს. სწორედ ამიტომ, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელის ადგილი გუნდში ისევ ვაკანტურია.
ჯორჯინიო ვეინალდუმი ამ პოზიციაზე “ბარსასთვის” მთავარ პრიორიტეტად ითვლება. როგორც პრესაში და მათ შორის ფაბრიციო რომანოს მიერ იწერება, ნიდერლანდელის კატალონიურ გრანდში გადმოსვლა მხოლოდ დროის ამბავია და ეს ტრანსფერიც ზაფხულში გაოფიციალურდება.
მეორე ცენტრალური თავდამსხმელი
გუნდში 33 წლის აგუეროს მოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ მარტინ ბრეითუეიტს ახალი გუნდის ძიება მოუწევს. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგუერო “მანჩესტერ სიტიში” ყოფნის ბოლო სეზონებში ხშირად ტრავმიანობდა. მისი ყველა მატჩში თამაში კი ამ მხრივ სარისკოა.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გუნდში კიდევ ერთი ნიდერლანდელის მოყვანაზეც საუბრობენ. მემფის დეპაისა და “ბარსას” საერთო ინტერესები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ აქვთ. მემფისი ახლა თავისუფალი აგენტია და აგუეროს მსგავსად, “ბარსას” მისი გაფორმებაც 2-წლიანი კონტრაქტით სურს.

პიანიჩის იტალიაში დაბრუნება რა ფორმით განხორციელდება? მოგვცემენ 70 მილიონს? ჩვენ ხომ ამ ფასის ანგარიშში მივეცით არტური.
გრიზმანის ადგილას ფატი დადგება რატოა კითხვის ნიშანი
აგუეროს ეს გეტრები რატომ აქვს სულ ჩამოწეული. აწევის შემთხვევაში სული ეხუთება თუ რა უბედურება ჭირს.
ალეხანდრო ბალდე თუ ვერ ინარჩუნებს ადგულს იმ ძირითადში, ვინც დგას მაგ პოზიციაზე, ის უფრო ძლიერი უნდა იყოს წესით და ის დააწინაურონ პირველ გუნდში

მაგალითად მიკა მარმოლი, 20 ხდება და ძირიტადის კაცია, საჭიროების შემთხვევაში ცენტრშიც შეიძლება შემოწევა, საკმაოდ მაღალია ლატერალის კვალობაზე (1.81) და ბალდეს მაგივრად ეგ დავაწინაუროთ
es ''kitxvis nishani'' fatis adgilas kargad daimaxsovret. ra grizmani xalxo rit ver movishoret