მედჰი ბენატია: პიანიჩის ნაცვლად, კუმანი 18 წლის ბიჭს ათამაშებს

მედჰი ბენატია: პიანიჩის ნაცვლად, კუმანი 18 წლის ბიჭს ათამაშებს

“იუვენტუსის” ყოფილ ფეხბურთელს, მედჰი ბენატიას, Tuttosport-თან ინტერვიუში, მირალემ პიანიჩის შესახებ ჰკითხეს. 

მაროკოელის თქმით, მასიმილიანო ალეგრის მისვლის შემდეგ, “ბიანკონერიში” პიანიჩიც უნდა დაბრუნდეს.

მირალემს კარიერაში 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ კუმანი, მის ნაცვლად, 18 წლის ბიჭს ათამაშებს.

ალეგრისთან ერთად, პიანიჩი ფენომენალურად თამაშობდა. ის არის მწვრთნელი, რომელთანაც მან პროგრესი ყველაზე უკეთ შეძლო. ალეგრი, მისთვის, მამასავითაა.

მას უყვარს “იუვე” და “იუვეს” უყვარს იგი. იმედი მაქვს, რომ “იუვენტუსში” დაბრუნდება.

– ამბობს ბენატია.

2020/21 წლების სეზონში, “ბარსას” მაისურით პიანიჩმა 30 შეხვედრა ჩაატარა (საშუალოდ 43 წუთი). ჯერჯერობით, იგი გოლისა და საგოლე გადაცემის გარეშეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • KING_BARCA
    schedule 31 მაი 2021, 20:23
    #4

    ყველა თავის მიწებს ხნავს ))))

  • sandro89
    schedule 31 მაი 2021, 15:39
    #3

    rage შე კვერცხის ცილა

  • nika 54
    schedule 31 მაი 2021, 13:30
    #2

    ეხლა ეს ჩვენზე მეტად დარდობს, კუმანის უთავობას?

  • GiorgiGabe99
    schedule 31 მაი 2021, 13:17
    #1

    ხო არა 31 წლის პიანიჩი ჯობია 18 წლის პედრის მაგრამ ძაან გადაწვა კუმანმა ეს ფაქტია რამდენიმე თამაში უნდა დაეყენებინა პიანიჩი მარა ჯიუტი როა რა ქნას :დდ