ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბლაუგრანელები სამხრეთ ამერიკის დაპყრობას განაგრძობენ

ბლაუგრანელები სამხრეთ ამერიკის დაპყრობას განაგრძობენ

 

სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ეროვნულმა ნაკრებებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა უკვე დაასრულეს. ახლა გუნდები 1/4 ფინალური შეხვედრებისთვის ემზადებიან. “კოპა ამერიკის” მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ურუგვაელ ფეხბურთელებს დაუპირისპირდება. ბრაზილია პარაგვაის შეხვდება, კოლუმბია პერუს დამარცხებას შეეცდება, ხოლო ჩილე ვენესუელასთან გაარკვევს ურთიერთობას…

 

16 ივლისიდან, “კოპა ამერიკას” შეხვედრები განახლდება. შაბათ საღამოს ერთმანეთის წინაშე კოლუმბიისა და პერუს ეროვნული ნაკრებები წარსდგებიან. 1/4 ფინალური ეტაპის ალბათ ყველაზე “მიმზიდველი” შეხვედრა შაბათ ღამეს (კვირას დილით) გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტნისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრები შეხვდებიან. ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ სერხიო ბატისტას გუნდში “ბლაუგრანელი” ფეხბურთელებიც გამოდიან, მაგრამ მათ გვარებს კვლავ შეგახსენებთ. ურუგვაელთა დამარცხებაში მონაწილეობას გაბრიელ მილიტო, ხავიერ მაშერანო და ლეო მესი მიიღებენ.

 

დანი ალვესისა და ადრიანო კორეიას ეროვნული ნაკრები კი 1/4 ფინალში პარაგვაის დაუპირისპირდება. ეს მატჩი 17 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება. ღამის საათებში კი ურთიერთობის გარკვევას ჩილელი და პერუელი ფეხბურთელები შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ჩილეს ღირსებას ალექსის სანჩესი იცავს, რომლსაც როგორც ვარაუდობენ, მომავალ სეზონში ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმაში გამოწყობილს ვიხილავთ.

 

1/2 ფინალურ ეტაპზე, არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა გამორიცხულია. თუ მესის, მაშერანოსა და მილიტოს გუნდი ურუგვაის დაამარცხებს, მაშინ მათი მეტოქე პერუ, ან კოლუმბია იქნება, ხოლო თუ ალვეშისა და ადრიანოს ბრაზილიამ პარაგვაი “კოპა ამერიკას” მიღმა დატოვა, მაშინ ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გუნდი ჩილე–პარაგვაის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში