workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერსონი: “ბარსაში” თამაში კარიერის დასაწყისიდან მსურდა

ემერსონი: “ბარსაში” თამაში კარიერის დასაწყისიდან მსურდა

“ბეტისის” მარჯვენა მცველი, ემერსონ როიალი “ბარსელონაში” ტრანსფერს მოუთმენლად ელის და ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ყველამ იცით, რომ 1 ივნისიდან “ბარსელონასთან” კონტრაქტი მაქვს. “ბარსაში” სამწლიანი კონტრაქტი მაქვს, ეს პრესაში ვრცელდება და ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” “ბეტისთან” კონტაქტზეა და მათ ნათელი გახადეს, რომ შემდეგ სეზონში მათ გეგმებში ვარ.

ამით ბედნიერი ვარ, ეს არის კლუბი, სადაც თამაში კარიერის დასაწყისიდან მსურდა. ჩემთვის ეს აღიარება აუცილებელია, ყველა მოთამაშეს სურს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ჰქონდეს.

– ციტირებს ემერსონის სიტყვებს Globo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • KING_BARCA
    schedule 29 მაი 2021, 20:10

    ხო მეც მინდა კონტრაქტი მქონდეს ბარსელონასთან….))))

  • getsby
    schedule 29 მაი 2021, 13:52

    დაცვაში მოსაყვანია ხალხი სევილიადან კუნდე სანამ რეალი აგვახევს და ცხრიანზე ჰალანდი ,აგუეროს მაგივრად ფოდენი წამოეყვანათ ჯობდა)

  • nika 54
    schedule 29 მაი 2021, 13:15

    ამით ბედნიერი ვარ, ეს არის კლუბი, სადაც თამაში კარიერის დასაწყისიდან მსურდა. ჩემთვის ეს აღიარება აუცილებელია, ყველა მოთამაშეს სურს "ბარსელონასთან" კონტრაქტი ჰქონდეს.
    აი ამ სიტყვების მერე ეს უნდა გაიხეს შუაზე და დადოს თავი მოედანზე, თუ უნდა ალვესივით ტიტულების თვლას ვეღარ აუვიდეს.

  • Don_Andresito
    schedule 29 მაი 2021, 11:36

    ციტატა: f.c. barçelona
    კიი ბარსას ბრაზილიური მარჯვენა ფლანგი უხდება 🙂


    დუგლასი მახსენდება ხოლმე :დ ცოტა ცანცარაა ესეც მომენტ ისეთი ცუდია გულზე შემოგეყრება მარა იმედია დადგება რაღაც, 22 წლისაა თან.

    ციტატა: Griezzy7
    ვსო ამანაც დაადასტურა რო მოდის. ✅

    დონარუმა ❓
    გარსია ✅
    მარტინეზი ❓
    ემერსონი ✅
    ვეინალდუმი ✅
    დეპაი ❓
    აგუერო ✅


    აგუერო დეპაის ერთად მოსვლა გრიზი დემბელედან ერთ ერთის წასვლას ნიშნავს. დეპაი რო დაიკიდონ და კოლიადოს ან კონრადს ენდონ ჯობს. ტრიბკაო წავა 80% ით. იჯარით ან თუ სარფიანი შეთავაზება მოვიდა გაიყიდება. ბრაიტიც წასულია ფაქტიურად. მესი აგუერო დემბელე გრიზმანი ფატი დეპაი ერთად? თუ კუმანი დარჩა და ისეც 3-5-2 მიაწვა 6 კაცი ორ პოზიციაზე გამოვა. ან 6 კაცი 3 პოზიციაზე სადაც სამივე ამბიციურია დარჩებიან? მაგ სიას მარტინეზი მოაკლდეს, არაა კარგი მცველი. ევროპას დაელოდება კუმანი და თუ ვინმემ გაიბრწყინა დაითრევს.

  • M10 S9 D11
    schedule 29 მაი 2021, 06:07

    ესეც მოსულია წარმატებები იმედია ვცდები და გაამართლებს

  • rivaldo80
    schedule 29 მაი 2021, 02:03

    ეს დესტს სკამიდან არ აყენეებს თუ კუმანმა ათამაშაა

  • f.c. barçelona
    schedule 29 მაი 2021, 01:22

    კიი ბარსას ბრაზილიური მარჯვენა ფლანგი უხდება 🙂

  • Iniesta_8
    schedule 29 მაი 2021, 00:48

    უეჭველი მოსაყვანია. 9 მილიონად კაკაბაძეს ვერ იყიდი. რობერტოს მაინც აღარ დავინახავ ძირითადში.

  • Joakim Brodén
    schedule 29 მაი 2021, 00:26

    ციტატა: me da barca
    თუ ვერ გაამართლე, ადიოს .


    სად ვერ გაამართლა

  • me da barca
    schedule 29 მაი 2021, 00:17

    თუ ვერ გაამართლე, ადიოს .

  • Konrad de la Fuente
    schedule 29 მაი 2021, 00:16

    🏆✨ 2011 წლის 28 მაისი

    🎨 პატარა ბრწყინვალება უემბლიზე

    🎙სერ ალექს ფერგიუსონი:

    ,, ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მეტოქე ასეთი დომინანტი არასდროს ყოფილა.

    ვაღიარებ, ,,ბარსელონა" საუკეთესო გუნდია, ვის წინააღმდეგაც ,,მანჩესტერ იუნაიტედს" უთამაშია. უდავოდ საუკეთესო – მსგავსი მარცხის შემდეგ რთულია სხვანაირად იფიქრო. "ბლაუგრანამ" პირველობა დამსახურებულად მოიპოვა – მათ საკუთარი ფეხბურთით ისიამოვნეს. ორივე შემთხვევაში მივხვდი, რომ ჩვენ მართლა კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ შევხვდით ისეთებს, რომლებიც კიდევ უფრო უკეთესები იყვნენ "

    “ გუნდი, რომელიც ყველაზე ახლოსაა “ოცნების გუნდის” წოდებასთან? ბარსელონა, ეს არის გუნდი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 2011 წელს მათ უემბლიზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდით. მათ ვერ მოუგებდით “

    უბრალო გულშემატკივრები კი ამბობდნენ, რომ ბარსელონამ 2011 წლის 28 მაისს ფეხბურთი სხვა დონეზე აიყვანა და ეს იყო შემტევი ფეხბურთის ნამდვილი მასტერკლასი.

    ბარსელონა ყველას არ უყვარს, მაგრამ იმ ბარსელონას ფეხბურთი ერთეულებს არ მოსწონდათ მხოლოდ.

    ბარსელონა მაშინ ნამდვილად აფერადებდა ფეხბურთს.