Tansfermarkt.com-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა . განახლებული ფასების მიხედვით, ლეო მესი ლა “ბარსელონაში” და შესაბამისად, ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს აღარ წარმოადგენს. არგენტინელს ფრენკი დე იონგმა გაასწრო, რომელიც 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ლეო მესი კი 80-ად. ლა ლიგის კრიზისსა და რეგრესზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა საერთო რეიტინგში ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის წარმომადგენილი ტოპ 10-შიც კი არ იმყოფება. დე იონგი მხოლოდ და მხოლოდ მე-12 პოზიციას იკავებს.
შეცვლილი ფასებისა და დიდხნიანი უქმობის მიუხედავად, ანსუ ფატი 80 მილიონ ევროდ კვლავაც ყველაზე ძვირადღირებულ ესპანელ ფეხბურთელად ითვლება.
“ბარსას” უნიჭიერეს თინეიჯერს ეს სეზონი ფაქტობრივად სრულად გაუცდა, მენისკზე მიღებული დაზიანების გამო ანსუს რამდენიმე ოპერაციის ჩატარება მოუწია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანსუ ფატი უკვე ბარსელონაში იმყოფება და გამოჯანმრთელებას განაგრძობს. რეაბილიტაციის პროცესი ნელ-ნელა უფრო შედეგიანი ხდება და ფატისაც მოედანზე მალე ვიხილავთ.
ესპანელი ფეხბურთელების სიაში მეორე პოზიციას ფატის თანატოლი და ასევე “ბლაუგრანელი” პედრი იკავებს. ის 70 მილიონადაა შეფასებული. მსგავსი ფასი ადევს ოიარსაბალს, როდრისა და ლორენტეს. მათ შემდეგ 60 მილიონით კოკე მოდის, 55 მილიონით – საული, 50-50 მილიონად კი ლაპორტი, პაუ და ფერან ტორესები არიან შეფასებული.
განახლებული რეიტინგის მიხედვით, ტოპ 25 შემდეგნაირად გამოიყურება.
1. კილიან მბაპე – 160 მლნ ევრო
2. ჰარი კეინი – 120 მლნ ევრო
3. ერლინგი ჰოლანდი – 110 მლნ ევრო
4. მოჰამედ სალაჰი – 110 მლნ ევრო
5. ნეიმარი – 110 მლნ ევრო
6. ჯეიდონ სანჩო – 100 მლნ ევრო
7. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – 100 მლნ ევრო
8. სადიო მანე – 100 მლნ ევრო
9. რაჰიმ სტერლინგი – 100 მილიონი ევრო
10. რომელუ ლუკაკუ – 100 მლნ ევრო
11. კევინ დე ბრუინი – 100 მლნ ევრო
12. ფრენკი დე იონგი – 90 მლნ ევრო
13. ბრუნო ფერნანდეში – 90 მლნ ევრო
14. იოსუა კიმიხი – 90 მლნ ევრო
15. იან ობლაკი – 90 მლნ ევრო
16. მარკუს რაშფორდი – 85 მლნ ევრო
17. ჰიონ-მინ სონი – 85 მლნ ევრო
18. ანსუ ფატი – 80 მლნ ევრო
19. ჟოაო ფელიქსი – 80 მლნ ევრო
20. ლიონელ მესი – 80 მლნ ევრო
21. ალფონსო დევისი – 75 მლნ ევრო
22. მატიას დე ლიხტი – 75 მლნ ევრო
23. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 75 მლნ ევრო
24. პედრი – 70 მლნ ევრო
25. ფილ ფოდენი – 70 მლნ ევრო
არცერთი აქ ჩამოწერილი ფეხბურთელი არ გაიყიდება იმ ფასად რაც უწერია.
და კიდევ მესის ასაკის ფეხბურთელების ფასები ჩამოწერონ ძალიან მაინტერესებს.
ასაკის გამოა , რა თქმა უნდა , მესის ერთი გოლის ტოლფასია ამათი მთლიანი კარიერა
ამათ ასაკში მესი 500 ეღირებოდა ალბათ. ან 33 წლის ასაკში ესენი რა ეღირება ისიც საკითხავია, ზოგიერთს ალბათ 2 პორცია სალიანკაში გაცვლიან.
ფოდენს რას უწუნებთ ძაან მაგარი ბიჭია პეპის აღმოჩენა კიდე ერთი
რაჰიმ სტერლინგი და მანე 100 მილიონიი , და ლევანდოვსკი 25 კაცში ვერ მოხვდა ? რითი აფასებენ , დაბადების თარიღით ? იმიტომაც მიდის ფეხბურთის საქმე უკეთესობისაკენ ზოგადად . სონი მესის წინ ? 🤣🤣
სასაცილოა და 25 ფეხბურთელში მხოლოდ 3 ფეხბურთელია რომელიც მართლა ნიჭიერია რომლის თამაშის ყურებისას რაღაცას ელი რომ განსხვავებულს ნახავ მესი მბაპე ჰოლანდი ესენი არიან ვინც გულით უტევს დანარჩენები ხელფასით უტევენ 😂 ტერ შტეგენი არ ჩავთვალე რახან მეკარეა და ნეილმარი თავის შუშის ფეხებით რომელიც რომელიც ფინტაობს მარა სულ ძირს გდია და გულიანი თამაში ფულიანმა თამაშმა შეცვალა 😂
კეინი გაასწორებდა ბარსაში მაგრამ ვინც მოგცემს დდდ
აი ხო ვამბობდი წელს დეიონგი საუკეთესოა ჩვენთანთქო!!! უმაგრესი სეზონი ქომდა და ფაქტიც სახეზეა❤️❤️❤️
ეს კიარა ინფოა საინტერესო Ryan Gravenberch -ის ტრანსფერზე რა ხდება სიანტერესოა, ჭორია რელაობაა რავიცი
მესი შეუფასებელია)))))მაგრამ ფეხბურთი ვარსკვლავების ნაკლებობას რო განიცდის ფაქტია,კეინია მეორეზე)))))))))))))ანსუ ფატი მოვიდეს ჯანზე და არავინ არ გვინდა შეტევაში!!!აგუერო მოდის გრიზი გვყავს ვინმე მცველები დაითრიონ ლიჟბი
ვაიმე რა მარაზმიაა