RAC 1 იტყობინება, რომ “ბარსელონას” მოწინააღმდეგე, გამპერის თასზე ამ ზაფხულს იქნება “ნაპოლი”.
მოგეხსენებათ, რომ გასულ სეზონში “ნაპოლიმ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა ”SERIA A”-ში და მათ დაიკავეს კიდეც მესამე ადგილი ლიგაში . მათ აქვთ თავიანთი სათამაშო სტილი. ამ გუნდში ფიგურირებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ვიკტორ რუისი, რომელიც ცოტა ხნის წინ “ესპანიოლში” თამაშობდა. ასევე ლეო მესის დიდი მეგობარი, არგენტინელი ესეკილ ლავესი.