workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბლაუგრანას” 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გამტანები

“ბლაუგრანას” 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გამტანები

“ბარსელონასთვის” 2020/21 წლების სეზონი დასრულდა, გუნდის ბომბარდირად კი ლიონელ მესი მოგვევლინა. არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად 38 გოლის გატანა მოახერხა. მანვე აიღო კარიერაში მერვე პიჩიჩი ლა ლიგაში გატანილი ყველაზე მეტი გოლისთვის.

ლიონელ მესის შემდეგ “ბარსელონას” საუკეთესო გამტანი ანტუან გრიზმანია 20 გოლით, მასვე მოჰყვება უსმან დემბელე 11 გოლით და მარტინ ბრეუთუეიტი 7 გოლით. ასევე 7-ჯერ აიღო მეტოქის კარი ფრენკი დე იონგმა. ჟორდი ალბამ და ანსუ ფატიმ კი მოწინააღმდეგეებს 5-5 გოლი გაუტანეს.

სერხიო ბუსკეტსმა, მირალემ პიანიჩმა, სამუელ უმტიტიმ, კონრად დე ლა ფუენტემ, მათეუს ფერნანდესმა და კარლეს ალენიამ კი სეზონი უგოლოდ დაასრულეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2021, 16:22
    #4

    დემბელემ სად მოასწრო ამდენის გატანა?

  • El pistolero 9
    schedule 25 მაი 2021, 09:39
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეხ ფატი ნეტა მთელი სეზონი გვყოლოდა ვინ იცის რა იქნებოდა იმ გადამწყვეტ მატჩებში


    დარწმუნებული ვარ გრიზმანს არ ჩამორჩებოდა გოლების რაოდენობით.დამტვრევამდე ბომბარდირი იყო გუნდის

  • M10 S9 D11
    schedule 25 მაი 2021, 08:52
    #2

    ეეხ ფატი ნეტა მთელი სეზონი გვყოლოდა ვინ იცის რა იქნებოდა იმ გადამწყვეტ მატჩებში

  • BEQA BARCA
    schedule 25 მაი 2021, 08:47
    #1

    არაუხომაც გაიტანა 2 თან რა გოლები❤❤