workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჟუნიორ ფირპოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ჟუნიორ ფირპოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

“ბარსელონას” მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს დამატების სურვილს კიდევ ერთი კლუბი გამოთქვამს. საუბარი ინგლისურ “საუთჰემპტონზეა”.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “საუთჰემპტონი” “ბარსას” ფირპოს თაობაზე დაუკავშირდა. ინგლისური კლუბი ამ ეტაპზე მხოლოდ ჟუნიორის ტრანსფერის შესაძლებლობებს იკვლევს. იმ შემთხვევაში, თუ “საუთჰემპტონი” 24 წლის ფეხბურთელის შეძენას გადაწყვეტს, მას მოუწევს, დომენიკელი მოთამაშისთვის ბრძოლაში კონკურენცია “მარსელს”, “ინტერს”, “მილანს”, “რომას”, “ნაპოლისა” და “ვესტ ჰემს” გაუწიოს.

“ბარსელონაში” ამ ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება. ივარაუდება, რომ გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ფირპოც.

ჟუნიორ ფირპომ 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2021, 18:32

    ალბათ უფასოდ არ გაუშვებენ, კაია რო წავიდა ბართოს დრო.

  • M10 S9 D11
    schedule 24 მაი 2021, 23:52

    გაატანეთ ულაპარაკოდ

  • El pistolero 9
    schedule 24 მაი 2021, 21:56

    სხვათაშორის 3 მცველიან ტაქტიკაში მარცხენა ცენტრალურ მცველად მშვენიერი ვარიანტი იქნება ნებისმიერი კლუბისთვის. არ შეუძლია მთლიანად ფლანგი ჩაიბაროს და შეტევა ამწვავოს, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი მცველია ამიტომ დაცვით ფუნქციებს კარგად შეასრულებს

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 24 მაი 2021, 19:44

    ციტატა: Albicelecte
    20-25 იქნება ალბათ კარგი ვარიანტი, მეტს არავინ გადაიხდის


    ვინ იყიდის მაგ ფასში 😀

  • Albicelecte
    schedule 24 მაი 2021, 19:33

    20-25 იქნება ალბათ კარგი ვარიანტი, მეტს არავინ გადაიხდის

  • La Pulga10
    schedule 24 მაი 2021, 19:04

    ამდენი კლუბი ჩალიჩობს ფირპოზე?ჰაჰ გაუშვით საკაიფო ფასში.