ალბა, პედრი და ბუსკეტსი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

ალბა, პედრი და ბუსკეტსი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.

განაცხადში “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი მოხვდა – პედრი გონსალესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ასევე, სიაში იმყოფება ერიკ გარსიაც, რომელიც, დიდი ალბათობით, ზაფხულში კატალონიურ კლუბს შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს სერხიო რამოსი, შესაბამისად, ნაკრებს სერხიო ბუსკეტსი უკაპიტნებს.

სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარე: უნაი სიმონი, დავიდ დე ხეა, რობერტ სანჩესი

დაცვა: ხოსე გაია, ჟორდი ალბა, პაუ ტორესი, სეზარ ასპილიკუეტა, აიმერკ ლაპორტი, ერიკ გარსია, დიეგო ლორენტე, მარკოს ლორენტე.

ნახევარდაცვა: სერხიო ბუსკეტსი, როდრი ერნანდესი, პედრი გონსალესი, ტიაგო ალკანტარა, ფაბიან რუისი, კოკე.

თავდასხმა: დანი ოლმო, მიკელ ოიარსაბალი, ალვარო მორატა, ხერარდ მორენო, ფერან ტორესი, ადამა ტრაორე, პაბლო სარაბია.

ევროპის მთავარი სანაკრებო ფორუმი სტარტს 11 ივნისს აიღებს. ესპანეთი E ჯგუფში, შვედეთთან, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ერთად, იასპარეზებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nikusha
    schedule 27 მაი 2021, 21:59
    #15

    სიმონსი
    ასპილიკუეტა-ერიკ გარსია-პაუ ტორესი-ალბა
    ტიაგო ალკანტარა-ბუსკეტსი-პედრი
    ფერან ტორესი-ხერარდ მორენო-დანი ოლმო

    დე ხეა
    მარკოს ლორენტე-ლორენტე-ლაპორტი-გაია
    კოკე-როდრი-ფაიან რუისი
    ადამა ტრაორე-მორატა/პაბლო სარაბია-ოიარსაბალი

  • MARI=BARCA-fan
    schedule 24 მაი 2021, 20:20
    #14

    დღეს გამოქვეყნდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადი ევრო 2020-ისთვის, სადაც სამი "ბარსელონელი" მოხვდა.
    გაირკვა, რომ ლუის ენრიკეს ევროპის ჩემპიონატზე პედრი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა მიყავს.
    "ბლაუგრანას" სამიზნებად შერაცხულნი ერიკ გარსია და ხოსე გაიაც განაცხადში არიან.
    საინტერესოა, რომ "ფურია როხას" მადრიდის "რეალის" არცერთი ფეხბურთელი ეყოლება, რაც დიდი სანაკრებო ტურნირების ისტორიაში პირველად ხდება.

    heart_eyes heart_eyes heart_eyes … === ლუჩო, ეგ ერთი და სხვა მრავალჯერ კიდევ!

  • Albicelecte
    schedule 24 მაი 2021, 18:48
    #13

    გასაგებია, კაპიტანი ბუსი გახლავთ…
    ვიკიში კოკე წერია მე-2 კაპიტნად და მაგათ ხომ არ ძმარავთ?!
    ალბას 72 მატჩი აქვს ფურია როხაში, კოკეს 49 და ვიცე-კაპიტანი კოკე?! წესით ვიცე-კაპიტანი ალბა უნდა იყოს და სერხიოს არყოფნაში უნდა უკაპიტნოს ფურიას, თუ იმის გამო, რომ ენრიკე არ იძახებდა ერთი პერიოდი და გაშვებულად ითვლებოდა ნაკრებიდან?!

  • GiorgiGabe99
    schedule 24 მაი 2021, 17:13
    #12

    ციტატა: DE PE FA

    ციტატა: Coutinho14
    მეც გამიკვირდა მაგრამ ესე რო იძახი ჯგუფში ჩარჩებაო რავი ესპანეთია ბოლობოლო


    მე რას ვიძახი😁რამოსის არ ყოლის გამო თუ ჯგუფში ჩარჩა ესპანეთი ენრიკეანად ყველა უნდა გაყარო.ფავორიტი საფრანგეთი მიმაჩნია.მე ესპანეთს ვისურვებდი მოეგო🙃


    ზოგადად მადრიდისტები ვიგულსხმე ძმა რო იძახიან თქო

  • nika 54
    schedule 24 მაი 2021, 17:05
    #11

    ციტატა: DE PE FA
    აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს სერხიო რამოსი, შესაბამისად, ნაკრებს სერჟიო ბუსკეტსი უკაპიტნებს.


    აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს სერხიო რამოსი, შესაბამისად, ნაკრებს სერჟიო ბუსკეტსი უკაპიტნებს.

    ციტატა: DE PE FA

    ციტატა: Coutinho14
    როგორ აეწვათ მდრიდისტებს დაიწყეს უკვე რამოსის გარეშე თურმე ჯგუფში ჩარჩება ესპანეთი :დდდდ


    მაგათი არ იყოს მეც გამკვირვებია რამოსის დატოვება.დელ ბოსკემაც დატოვა რაული 10-ში და კი მოიგეს მსოფლიო.


    ტრავმირებულია და რა უნდა ქნას ენრიკემ, ავადმყოფი წაიყვანოს და ჯანმრთელი დატოვოს?

  • DE PE FA
    schedule 24 მაი 2021, 16:58
    #10

    ციტატა: Albicelecte
    საინტერესოა, რომ "ფურია როხა" ვირთხების გარეშე მგონი პირველად თამაშობს, კაპიტანი ვინ იქნება?! ალბათ ბუსი, რადგან ყველაზე უფრო გამოცდილია


    თამაშების რაოდენობით ხდებიან მგონი ესპანეთში კაპიტნები და სავარაუდოთ ბუსი და ალბა იქნებიან:))

  • Albicelecte
    schedule 24 მაი 2021, 16:08
    #9

    საინტერესოა, რომ "ფურია როხა" ვირთხების გარეშე მგონი პირველად თამაშობს, კაპიტანი ვინ იქნება?! ალბათ ბუსი, რადგან ყველაზე უფრო გამოცდილია

  • DE PE FA
    schedule 24 მაი 2021, 16:03
    #8

    ციტატა: Coutinho14
    მეც გამიკვირდა მაგრამ ესე რო იძახი ჯგუფში ჩარჩებაო რავი ესპანეთია ბოლობოლო


    მე რას ვიძახი😁რამოსის არ ყოლის გამო თუ ჯგუფში ჩარჩა ესპანეთი ენრიკეანად ყველა უნდა გაყარო.ფავორიტი საფრანგეთი მიმაჩნია.მე ესპანეთს ვისურვებდი მოეგო🙃

  • GiorgiGabe99
    schedule 24 მაი 2021, 15:58
    #7

    ციტატა: DE PE FA

    ციტატა: Coutinho14
    როგორ აეწვათ მდრიდისტებს დაიწყეს უკვე რამოსის გარეშე თურმე ჯგუფში ჩარჩება ესპანეთი :დდდდ


    მაგათი არ იყოს მეც გამკვირვებია რამოსის დატოვება.დელ ბოსკემაც დატოვა რაული 10-ში და კი მოიგეს მსოფლიო.


    მეც გამიკვირდა მაგრამ ესე რო იძახი ჯგუფში ჩარჩებაო რავი ესპანეთია ბოლობოლო :დდ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 24 მაი 2021, 15:54
    #6

    ციტატა: Coutinho14
    როგორ აეწვათ მდრიდისტებს დაიწყეს უკვე რამოსის გარეშე თურმე ჯგუფში ჩარჩება ესპანეთი :დდდდ


    ჯგუფში არ ჩარჩებიან, მაგრამ ისე, ერთი სიმულიანტი-ჩხუბისთავი კი უნდა ჰყავდეს ნებისმიერ გუნდს! sweat_smile

  • DE PE FA
    schedule 24 მაი 2021, 15:49
    #5

    ციტატა: Coutinho14
    როგორ აეწვათ მდრიდისტებს დაიწყეს უკვე რამოსის გარეშე თურმე ჯგუფში ჩარჩება ესპანეთი :დდდდ


    მაგათი არ იყოს მეც გამკვირვებია რამოსის დატოვება.დელ ბოსკემაც დატოვა რაული 10-ში და კი მოიგეს მსოფლიო.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 24 მაი 2021, 15:49
    #4

    ციტატა: Giorgi99
    რამოსმა და ნაჩო ფერნანდესმა რაღა დაუშავა , სადაც ალბა ბუსკეტსი წაიყვანა.


    ეს ხომ ლუჩოა, ლუჩოოოო… smile
    ანტირეალისტიიი… laughing laughing
    = ისე, რამოსს ტრავმა აქვს, ნაჩო არ ვიცი! smile

  • GiorgiGabe99
    schedule 24 მაი 2021, 15:26
    #3

    როგორ აეწვათ მდრიდისტებს დაიწყეს უკვე რამოსის გარეშე თურმე ჯგუფში ჩარჩება ესპანეთი :დდდდ

  • La Pulga10
    schedule 24 მაი 2021, 15:01
    #2

    ეეე ნეტა ფატი ყოფილიყო რაა.

  • ჯორჯ
    schedule 24 მაი 2021, 14:33
    #1

    ეს გარსია რატო გინდათ მოვიდეს? 10 თამაში ითამაშა სულ ერთხელაც ვერ შეინახეს მშრალად კარი მაგის ბრალიც იყო რომ გამოვარდნენ ლიონთან