როგორც ალექსის სანჩესის, ასევე ბოიან კრკიჩ პერესის მომავალს ნათელი დღეს მოეფინება. დღევანდელი დღე ორივე ფეხბურთელისათვის გადამწყვეტი იქნება.
ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოიანი იქამდე არ წავა კლუბიდან, სანამ სხვა თავდამსხმელი არ მოვა. ასე, რომ როდესაც ალექსის სანჩესის ტრანსფერს მწვანე აენთება, ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ ბოიანის წასვლის შესახებ მივიღებთ ინფორმაციას.
კრკიჩი იტალიის დედაქალაქს დღითიდღე უახლოვდება. “რომამ” შეთავაზებაც გააუმჯობესა და “ბარსას” 10 მილიონი ევროს ნაცვლად 12 მილიონი ევრო შესთავაზა. მოგეხსენებათ, თავდაპირველად იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ კატალონიურ გრანდს 10 მილიონი შესთავაზა. “ბარსამ”
სიამოვნებით მიიღო შემოთავაზება, რადგან ეს ვარიანტი ბოიანს აწყობდა. ლუის ენრიკე მას ახალი პროექტის ერთ–ერთ ძირითად ფიგურად მოიაზრებდა. მიუხედავად ამისა მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის პრეზიდენტს თანხა ეცოტავა. სანდრო როსელი თვლიდა, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მეტს შეადგენდა. “ბარსამ” მიიღო შეთავაზება იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში განაცხადებდა პასუხს. საბოლოოდ კატალონიელები არ დათანხმდნენ შემოთავაზებულ თანხას, მაგრამ “რომას” ხელმძღვანელობას სურდა, რომ ლუის ენრიკესთვის ხასიათი არ გაეფუჭებინა. ამიტომაც მათ ამ ტრანსფერისთვის 12 მილიონი ევრო გამოჰყვეს.
ყველა ვარიანტში, “ბარსა” ფეხბურთელს გამოსყიდვის უფლებით გაუშვებს. თუ კატალონიელებს კრკიჩის დაბრუნება 2012 წელს მოესურვებათ, მათ 11 მილიონის გადახდა მოუწევთ, ხოლო თუ მათ ეს სურვილი 2013 წელს გაუჩნდებათ, ბოიანი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდება.
გავიხსენოთ ბოიანის მოღვაწეობა
[media=http://www.youtube.com/watch?v=SwTNkisSXHM]
[media=http://www.youtube.com/watch?v=-N55d-Ls7HQ]



