Marca-ს ინფორმაციით, ფრანგული “ნიცა” კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს გამოსყიდვას აპირებს.
მადრიდული გამოცემის ცნობით, “არწივები” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც, ბონუსების სახით, კიდევ 7 მილიონი დაემატება.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” საფრანგეთის გვიანაში დაბადებული მოთამაშე 2019 წელს, “ტულუზადა” შეიძინეს, თუმცა მან კატალონიურ გრანდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის შემდეგაც იჯარით “შალკესა” და “ბენფიკაში” ითამაშა. ამჟამად, ტოდიბო სწორედ “ნიცაში” ირიცხება.
თუ გადაიხადეს 8,5, აქდან 7,5 კუმანს და გზა დაულოცოთ.
15 მილიონს იხდიან ამაში? არაა იაფი პირადად მე ეს გარსიას ბევრად მირჩევნია
არასდროს თქვა ჰოპლა სანამ არ გადახტები. იქნება მართლაც გაფრინდეს პირველი მერცხალი.