workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა vs მაურინიო, დუელი, რომელიც ჩვენ გველოდება!!!

გვარდიოლა vs მაურინიო, დუელი, რომელიც ჩვენ გველოდება!!!

გვარდიოლა vs მაურინიო, დუელი, რომელიც ჩვენ გველოდება!!!

2009–2010 წლების სეზონი უდავოდ ისტორიული, რომ იყო ესპანეთის ჩემპიონატისა და ზოგადად ევროპული საკლუბო ტურნირების ისტორიაში ამაზე აღარავინ დავობს. ამ სეზონში დამყარდა აბსოლუტური რეკორდი ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატში, რადგან პირველადგილოსანმა და შესაბამისად, ჩემპიონმა გუნდა დააგროვა სარეკორდო 99 ქულა, ხოლო მეორე ადგილოსანმა 96 ქულა. როგორც მოგეხსენებატ კატალონიური “ბარსელონა” ამ სეზონშიც გახდა “ლა ლიგის” გამარჯვებული, ხოლო მადრიდის “რეალი” მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატი უფრო და უფრო საინტერესო ხდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეობს მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი კლუბი და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებმაც საკუთარი ეპოქა შექმნეს. მომავალი 2010–2011 წლების სეზონი კიდევ უფრო დაძაბული იქნება, რადგან მადრიდის “რეალის” მწვრთნელის პოსტზე ინიშენბა, არც მეტი არც ნაკლები, ჟოზე მაურინიო, რომელიც, უდავოდ, თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულიანი და წარმატებული მწვრთნელია. შარშანდელ სეზონში ფლორენტინო პერესმა დადო პირობა, რომ ააშენებდა ახალ “გალაქტიკოსს,” შეიძინა  ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: კრიშტიანო რონალდო, ქარიმ ბენზემა, ხაბი ალონსო და რიკარდო კაკა. მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ახალი გალაქტიკოსი “ბარსელონამ”  პირწმინდად დაჯაბნა ორრაუნდიან ბრძოლაში. როგორც ჩანს, პერესმა გასული სეზონიდან სათანადო დასკვნები გამოიტანა, მადრიდელთა მთავარ მწვრთნელად დანიშნა ჟოზე მაურინიო და ამით კიდევ უფრო დიდი ინტრიგა შემატა ისედაც დაძაბულ საჩემპიონო ბრძოლას.
კატალონიის “ბარსელონა” და მისი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა კი ამასობაში ტკბებიან საკუთარი ტრიუმფით და მშვიდად ისვენებენ. “ბარსელონამ” ასევე მოასწრო ერთი მეგატრანსფერის გაჩარხვა საკუთარ რიგებში გადმოიბირა ბევრი გრანდისათვის საოცნებო დავიდ ვილია.
რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ განაცხადა: “დარწმუნებული ვარ, რომ არ მოვიწყენთ თუკი მაურინიო გახდება მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი” პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მაურინიოს უკვე ჰქონდათ სამწრთნელო ჯახი ამ სეზონში, გვარდიოლამ და მისმა შეგირდებმა ორჯერ დაამრაცხეს მაურინიო, ერთხელ ფრედ დამთავრდა მატჩი, ხოლო ერთ თამაშში კი მაურინიოს გუნდს დარჩა გამარჯვება. სწორედ ამ მოგებამ განაპირობა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიღმა დარჩა, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ მაურინიომ დაჯაბნა გვარდიოლა, რადგან პეპმა და მისმა შეგირდებმა ორჯერ დაამრაცხეს მაურინიოს “ინტერი”. მიუხედავად ამისა, “ინტერმა” წლევანდელი თასი სრუილად დამსახურებულად მოიგო.
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი კატალონიელთა ჰეგემონიას. მან განაცხდა, რომ მაურინიო იქნება ის, ვინც დასრულებულ სახეს მისცემს ახალ “გალაქტიკოსს” და ყველას საკადრისს პასუხს გასცემს. ასრულებდა თუ არა ფლორენტინო პერესის დაპირება ამას მომავალ სეზონში ვნახავთ.
ფაქტი კი ერთია, რომ “ბარსელონამ” ამ ორი სეზონის განმავლობაში ყველა გმოწვევას ღირსეულად უპასუხა და დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ასობით მილიონის დახარჯვის გარეშე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდის აშენება. ”ბარსამ” ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა მადრიდის “რეალი” და დაანახა ყველას, რომ “სანტიაგო ბერნაბეუს” მხოლოდ ერთი მბრძანებელი არ ჰყავს!!!.
უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი “ბლაუნგაურამ” სწორედ პერესის მილიონებით შეკოწიწებულ “გალაქტიკოსს” ჩაუტარა საფეხბურთო გაკვეთილი და “ვარსკვლავთბიჭუნები” ბეჭებზე გააკრა.
ალბათ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალ სეზონში ჩვენ გველოდება ჯერ არნახული დაპირისპირება, ორი უძლიერსი მწვრთნელის დუელი. ასეთი რამ, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გამეორდება. ჟოზე მაურინიო სიურპრიზების მოყვარული მწვრთნელია და უშეღავათო წინააღმდეგობას გაუწევს “ბარსელონას”, მათ ხომ ასე სწყურიატ გამარჯვება! “ბარსელონა” კი ჯელტმენური და ულამაზესი თამაშით უპასუხებს გამოწვევას, ისე როგორც მას სჩვევია. პეპ გვარდიოლა, როგორც მწვრთნელი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, იგი სეზონიდან სეზონამდე წარმოუდგენლად უმატებს, ეს ამ წელმაც გვიჩვენა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward