ბარსელონა-სელტა – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-სელტა – მატჩისწინა მიმოხილვა

თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას დღეს ოფიციალურად გამოვეთიშებით. ამისთვის საკმარისია, რომ ან ჩვენ ვერ მოვიგოთ, ან “ატლეტიკომ” “ოსასუნა” საკუთარ კედლებში დაამარცხოს. ორივე სავსებით შესაძლებელია.

დიდი ალბათობით დღეს გაოფიციალურდება, რომ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონობას ზედიზედ 2-ჯერ ვერ შეწვდება. ასეთი რამ ბოლოს დიდი ხნის წინ, 2007-2008 წლებში მოხდა. მას შემდეგ “ბლაუგრანას” მაქსიმუმ ერთწლიანი ჩავარდნა ჰქონოდა, ძირითადად კი ჩემპიონატს სწორედ ჩვენი გუნდი იგებდა. იმ ჩავარდნას გვარდიოლას ეპოქა მოჰყვა… ვიოცნებოთ მაინც…

კონკრეტულად დღევანდელ თამაშს რაც შეეხება – ვმასპინძლობთ “სელტას”, რომელსაც ევროტურნირზე მოხვედრის ისეთივე შანსი აქვს, როგორც ჩვენ ჩემპიონობის.

სათამაშო ფორმა

ასეთ ცუდ ფორმაში დიდი ხანია, არ ვყოფილვართ. ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოვიგეთ, ისიც სტუმრად. საკუთარ კედლებში ჯერ “გრანადასთან” დავმარცხდით, შემდეგ კი “ატლეტიკოს” დავუზავდით.

“სელტა” პირიქით, მშვენიერი ფორმაშია. ვიგოელებმა ბოლო 4 თამაში მოიგეს და ევროზონაში მოხვედრის თეორიულ შანსსაც ამის წყალობით ინარჩუნებენ.

დანაკლისი

დიდი ხნის წინ გამოკლებულ ანსუ ფატისა და ფილიპე კოუტინიოს სერჟი რობერტო კიდევ ერთხელ შეუერთდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რონალდ არაუხოს თამაშიც. ოსკარ მინგესა კი “ბარსა ბ-ს” ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ დაცვაში ისევ პრობლემები გვაქვს.

ტრავმირებულების გარდა გვყავს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელიც – ფრენკი დე იონგს ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს ამოწურული.

5 ფეხბურთელი აკლია “სელტასაც”, მაგრამ რეალური დანაკლისი ორზე ითქმის. საუბარი ცენტრალურ მცველ ხეისონ მურილიოსა და ცენტრალურ ნახევარმცველ რენატო ტაპიაზე გვაქვს. კოლუმბიელსა და პერუელს თავიანთ პოზიციებზე გუნდში ყველაზე მეტი თამაში აქვთ ჩატარებული, რაც მათ მნიშვნელობას თვალსაჩინოს ხდის.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” დიდი უპირატესობა აქვს. 125 თამაშიდან კატალონიელებმა 69 მოიგეს, 30 ფრედ ითამაშეს და 26 წააგეს. ბურთების შეფარდება – 274-142.

ბოლო დროს “სელტამ” “ბარსა” არაერთხელ გაამწარა, მაგრამ ეს ძირითადად ვიგოში ხდებოდა. “კამპ ნოუზე” მასპინძლებს ბოლო 3 თამაში მარტივად აქვთ მოგებული.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი 35 წლის რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეაა. მსაჯი, რომელმაც ამ სფეროში მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო, 2 წელიწადში სეგუნდა, ხოლო 2015 წელს პრიმერა დივიზიონში აღზევდა. ლა ლიგაში მას 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც საშუალოდ 4.92 ყვითელ (მე-12 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.16 წითელ (22-ე შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) აჩვენებდა.

კარიერის განმავლობაში დე ბურგოსი თამაშში საშუალოდ 25.9 ჯარიმასა და 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ყველაზე იშვიათად ის “ბარსელონას” აჯარიმებს, ყველაზე ხშირად კი – “ბარსელონას” მეტოქეს.

ბენგოეჩეას მონაწილეობით გამართული 19 თამაშიდან “ბარსამ” 15 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. ამ არბიტრს “ბლაუგრანას” ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებია, მეტოქეს კი წითელი ბარათი 5-ჯერ უჩვენა. დე ბურგოსმა კატალონიელთა სასარგებლოდ 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ კარში კი – არცერთი.

“ბარსელონაზე” მეტჯერ ბენგოეჩეას მხოლოდ “სელტას” მატჩებში უმსაჯია. 20 შეხვედრიდან ვიგოელებმა მხოლოდ 7 მოიგეს, დანარჩენი 13 დაპირისპირებიდან კი 5 ფრედ დაასრულეს და 8 დათმეს. “სელტას” ფეხბურთელი დე ბურგოსს არ გაუგდია, მეტოქისა კი 3-ჯერ გააძევა. თერთმეტმეტრიანები – 2-4, “სელტას” მეტოქეების სასარგებლოდ.

საინტერესო ფაქტები

  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 6 თამაშში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “სელტას” მოგებათა 4 მატჩიანი სერია აქვს;
  • “სელტასთან” საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 3 თამაშში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად შეხვედრაც;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ბოლო 4 თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 თამაშიდან 4-ში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში 10 ან ნაკლები კუთხური წოდდებოდა;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 8 თამაშიდან 7-ში ანგარიში “ბარსელონამ” გახსნა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “სელტამ” ანგარიში ბოლო 5 თამაშში გახსნა;
  • “სელტას” ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

მნიშვნელოვანია გჯეროდეს, გააგრძელო და შეეცადო დარჩენილი ყვლა თამაშის მოგებას. ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

დღეს “ბარსელონას 4-3-3 სისტემაზე დაბრუნებას ველით. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ მინგესას არყოფნისა და არაუხოს სავარაუდო არყოფნის გამო ცენტრალურ მცველებში შეზღუდულები ვართ. მეორე კი ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციით ჟოან ლაპორტამ რონალდ კუმანს მომდევნო სეზონიდან 4-3-3 სისტემაზე დაბრუნება მოსთხოვა და არაა გამორიცხული, ნიდერლანდელმა ეს მიმდინარე სეზონშივე გააკეთოს. თუმცა ამ მოსაზრებას ყველა ესპანური გამოცემა არ იზიარებს.

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, მორიბა, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე

სელტა (4-1-3-2): ვილიარი, კევინი, აიდო, არაუხო, მარტინი, ბელტრანი, მენდესი, სუარესი, ნოლიტო, ასპასი, მინა

Marca

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, დესტი, მორიბა, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, მესი, გრიზმანი

სელტა (4-1-3-2): ვილიარი, კევინი, არაუხო, აიდო, მარტინი, ბელტრანი, მენდესი, სუარესი, ნოლიტო, მინა, ასპასი

პროგნოზი

  • WhoScored: 3-2
  • Sportskeeda: 2-0
  • Sportsmole: 2-1
  • Squawka: 3-0

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 2 და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nikusha
    10 მაი 2022, 16:26

    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-გარსია-ალბა
    ალვეში-დე იონგი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი

  • nika 54
    10 მაი 2022, 14:23

    სელტასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად უკაცრავად მაგრამ უნდა მოგიგოთ ბიჭებო. და ძალიან ნურც თქვენ გაიტანჯავთ თავს და ნურც ჩვენ დაგვიმტრევთ ხალხს, ისედაც თითებზე ჩამოსათვლელები დაგვრჩენ ძირითადის წევრები.

  • Mate92
    10 მაი 2022, 13:11

    უნა მოვიგოთ

  • El pistolero 9
    16 მაი 2021, 12:12

    ისე კუმანი ყველანაირად უკუღმართი მწვრთნელი გამოდგა ანოეტაზე გვიჭირდა და 1-6 მოვუგეთ სოსიედადს, ბალაიდოსზე გვიჭირდა და 0-3 მოვუგეთ სელტას, ვილიარეალთანაც გვიჭირდა გასვლაზე და მაგათაც მოვუგეთ. სამაგიეროდ სევილიას კამპ ნოუზე სულ ვუგებდით და ახლა ფრე ვეთამაშეთ, ატლეტიკოსთან არ ვაგებდით და წავაგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 2013 წლის მერე არ გვქონდა წაგებული და ჯერ 0-3 ვჭამეთ იუვესთან და მერე 1-4 პსჟ-სთან ხოდა გააგდეთ გუნდიდან ამის უკუღმართი…

  • me da barca
    16 მაი 2021, 11:48

    მოვიგებთ 7 : 6